მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


Lado Asatiani - Krwanisis Yayachoebi (samasi aragvelis xsovnas) / ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას)



ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940 წ
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 11647

Murman Lebanidze - sisxlisferi Yayachos wveti / მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი



უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 10578
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები

REMARQUE 20 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 9 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 5 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    დეკემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, damiri, deda, dedaze, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


დეკემბერი 2014 (13)
ნოემბერი 2014 (2)
სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი