Axali wlis Milocva Leqsebit / ახალი წლის მილოცვა ლექსებით
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს…
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.
მუხრან მაჭავარიანი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4414
აი ცოტაც და ისევ მოვა წელი ახალი,
უკვე ჩვიდმეტჯერ გავაცილე წელი ნაგავი,
ყოველწელიწადს ველოდები მე რაღაც ახალს
და ვეცნობოდი ამ ცხოვრებას თანდათან დამპალს.
ნელნეა ვხვდები რომ ვერ ვიცხოვრებ წარსულის განცდით,
მე დიდი დრო მაქვს, რომ შევეგებო მომავალს აფრით,
იმედია რომ არ მოვყვები ზღვათა ღელვაში,
მთელი ცხოვრება არ ვიქნები ღმერთთან ხვეწნაში.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 404
მიყვარს ზამთარი
მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 537
saaxalwlo leqsebi - საახალწლო ლექსები -sabavshvo leqsebi zamtarze
მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.
მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.
რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!
ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!
მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!
----------------------------------------------
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3560
და აი მოდის ახალი წელი,
მე მოწყენილი მას მაინც ველი,
მჯერა რომ მოიტანს ის ახალ იმედს,
და ჩემ გოგონას მივართმევ ტიტებს.
ის გამიღიმებს, გაუხარდება,
მისი ღიმილი მე თან გამყვება
მე ბედნიერი ვიბორიალებ
და სამოთხეში ვიკოტრიეალებ.
ახალო წელო, ახალო რწმენავ,
მომავლის იმედს ნუ გამითელავ
და ამისრულე ჩემი ოცნება,
სანამ სიცოცხლე ჩემთვის მოკვდება.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 480
Saaxalwlo Leqsebi 2013/ საახალწლო ლექსები 2013
გარეთ იმპროვიზირებული დგანან ნაძვები,
წყვილმა ფიფქებმა ფანჯარაზე ფრთები დახატეს,
იფარფატებენ შუშხუნებიც, სანამ გაძლებენ…
ოთახს სინათლის აურა აქვს. ვხვდებით ახალ წელს.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 11452
Leqsebi Axal welze / ლექსები ახალ წელზე
ახალი წლის აღასანიშნავად ყველა ბაღში და სკოლების საწყის კლასებში იმართება ზეიმები სადაც პატარები სხვადასხვა ლექსებთან ერთად ყვებიან ლექსებს ახალ წელზე. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ლექსს ახალ წელზე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 19245
Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
ახალი წელი ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ გარემოსთან არის დაკავშრებული, ამ დრეებში ყველა ცდილობს გაიღიმოს , გამოირჩეოდეს რამით. თქვენს პატარებს კი შეუძლიათ იმით გამოირჩეოდნენ რომ საახალწლო ლექსები იცოდნენ:) ლექსები ახალ წელზე და თოვლზე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 10978