მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


ოდითგანვე ეტფრის კლდემამოსილ
დედამიწის გულის სიღრმეს,
რომლის ფესვად გადმოღერილ
კლდე-კონცხებში ჰპოვებს სიტკბეს
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 115

კატეგორია: ნოველები
ღამეა... მთვარე ათასი ვარსაკვლავით მოელვარე ანათებს არემარეს. სახლიდან მკრთალი შუქი გამოდის, მის წინ ძაღლის ბუნაგია, გვერდით დიდი კაკლის ხე, თვითონ სახლი კი არაა დიდი, ოთხი ოთახია საიდანაც ერთი ჩემია, მეორე ჩემი მშობლების, მესამე კი ბებიაჩემის, მაგრამ მეოთხე მუდამ ჩაკეტილია. არ ვიცი რატომ, როდესაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად ეს ოთახი თავიდანვე ჩაკეტილი იყო. სულ მაინტერესებდა რა არის იქ მაგრამ ოთახის გასაღები არ გაგვაჩნდა ამიტომაც არავითარი წარმოდგენა არ მქონდა რა იყო შიგნით...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 368

დღევანდლამდე არ ვსწავლობდი ისე როგორც შემეძლო,ჩემი შესაძლებლობების მეოთხედსაც არ ვიყენებდი სანამ წიგნის კითხვის ძალას გავიგებდი.მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო და კარგ თანამდებობაზე მუშაობდა,დედა კი დიასახლისი იყო. მამაჩემს რომ კითხო მისთვის სრული ნეტარებაა : პატარა ნათურა,რბილი სავარძელი და წიგნებით სავსე კარადა.სანამ სახლის კარებს შემოაღებდა ფეხის ხმას ვგრძნობდი რომ ის იყო. მაშინვე ავიღებდი წიგნს გავიქცეოდი შემოსასვლელთან მდგარ სავარძელთან,დავჯდებოდი და ვითომ ვკითხულობდი. დავინახე რომ შემოდის მამაჩემი, ორი მეტრო სიმაღლის კაცი რომელასც ოდნავ წამოზრდილი ღიპი ქონდა და მე ერთ წრიპა ბავშვს მეუბნება

-მოდი,დაჯექი მაგიდასთან.
-რა ხდება მა?
-არაფერი,უბრალოდ მინდა შეგაყვარო კითხვა
-ხოდა ვკითხულობ.
-არა შვილო არ კითხულობ.
-რაიცი?
-მოიწიე და განახებ.
მეც მივიწიე და დამავლო ხელი,დამიჭირა და მისი დიდი ხელით ჩემი მაჯა გულმკერდზე დამადებინა.და მკითხა
-გესმის?
-რა?
-გულის ფეთქვა
......................................
ტეგები: wigni.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 963

კატეგორია: ნოველები
გუშინ და დღეს.
-ყურადღება ! ყურადღება! პრაღა-თბილისი რეისი, ჩამოსულია- (ერთს ისევ იმეორებს, შემდეგ კიდევ იმეორებს ოპერატორი.) მერე ცოტა დაძაბულობა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იმ ასიდან ათი კაცის გამოკლებით შეიმჩნეოდა უფრო მეტი დაძაბულობა ალბათ. მერე ცოტა პაუზა და დიდი მოუსვენრობა, ცოტა ქაოსი, ალიაქოთი, ბევრი სიგარეტი, ბევრი კვამლი, ღრმა ნაპასები და პირველი ღია კარი ჩამოსულების. აჩქარებული ნაბიჯები და დიდი ჩანთები, დიდ როლიკებზე. ბევრი ცრემლები სახეზე, მომღიმარ სახეზე, ზოგის მომღიმარ და ზოგის მოღუშულ სახეზე. გინახიათ ადამიანი ერთ დროულად ტიროდეს და იცინოდეს კიდეც? თითქმის იგივე რეაქციები და მოულოდნელობა. შემდეგ მეორე ნაკადი ჩამოსულების, ისევ ფართო დაკვირვებული თვალები, ისევ ღიმილი და ცრემლები, ისევ დიდი ჩანთები და ისევ ბევრი ემოციები. და უფრო მეტი დაძაბულობა იმ ასიდან ათის და ამ ათიდან უცაბედი და მოულოდნელი შეცდომითი რეაქციები და ღიმილი ზოგის სახიდან,დაკვირვებული თვალები და სახეზე უადგილო ღიმილ შერჩენული სახეები. და შემდეგი კარის გაღების მოლოდინში მდგარი, ისევ ის ხალხი. და კიდევ მესამე კარი და კიდევ მეოთხე კარი, ისევ ბევრი ჩანთები და უკვე შედარებით ცოტა ხალხი იმ ასიდან ათის გამოკლებით, ალბათ ოცდაატი, ან ოცი, შემდეგ მეტი რეაქციები იმ ათის და ოცის, და უფრო მეტი ემოციები ჩამოსულების მიმართ იმ ხალხიდან ოცის. მერე ისევ გაღებული კარები და ცოტა დაგვიანებული მგზავრები, უფრო სწრაფი ნაბიჯები და ისევ ცრემლები. და ისევ იმედგაცრუებული ის ათი, იმ ასიდან უკვე მარტო დარჩენილი ის ათი. და კიდევ ვიღაც სხვა და სხვა ორი დამხვედრი ქაღალდზე წარწერებით ხელში და იმ ვიღაც ორის უფრო ჯიუტი და უფრო მოუსვენარი მოლოდინი, ამ დროს ირკვევა რომ ორი მგზავრი კიდევ დარჩენილია და ფიქრი ამ ათის , რომ ამ ორიდან ერთი ნამდვილად ჩვენია, მერე არც ისე დიდი პაუზა, კიდევ ერთი მგზავრი და იმ ვიღაც ორი დამხვედრიდან ერთ-ერთის ღიმილი სახეზე და ამ ათს ნუ იკითხავთ ცოტახნით. ცოტა პაუზა და ბოლო ღია კარი, იმ დროისთვის ბოლო კარი და კარის ზღუდეში პირველი ნაბიჯი ბოლო მგზავრის და ბოლო ყველაზე დაძაბული რეაქციები და იმ ასიდან ვიღაც მეთერთმეტის ღიმილი სახეზე. და იმ დანარჩენი ათის , უაზრო გამომეტყველება სახეებზე, შემდეგ ისევ უაზრო მოლოდინი, შემდეგ უნებური ცრემლები, ცოტა მეტი ქაოსი და უფრო მეტი ემოცია, ოღონდ ჩამოსულის მიმართ არა, უფრო სწორად იმ არ ჩამოსულის.
ეს იყო გუშინ. და დღეს? დღეს უფრო მეტი ქაოსი და უფრო მეტი დაძაბულობა, შემდეგ აზრები, ხან სიჩუმე, სევდიანი და ფიქრიანი სიჩუმე, მერე რაღაც ათასი უაზრო აზრები და ამ ათას აზრებში, რომ ალბათ ერთი ხანდახან ცოტა რეალურიც. მერე დიდი მოუსვენრობა და მოქმედება, მოქმედება იმის, თუ რა მოხდა რეალურად, ან სად აცდა, ან ჩამორჩა? ან რაა და კიდევ რაა? შემდეგ რეკვები იქით-აქეთ და თითქმის უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, და ცოტაც უაზრო შეკითხვები ან სულაც აზრიანი ოღონდ იმ წუთს გაუანალიზებელი. შემდეგ ისევ ლოდინი რაღაცის და ვიღაცის პასუხის. დაღლილობა და ცოტა პაუზა, შემდეგ იმ დღის შუადღე და მერე საღამო და მერე ღამე თან მოლოდინი, ისევ აზრები და აქეთ-იქით რეკვით და შეკითხვებით უაზრო ან აზრიანი შეკითხვებით და პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე. (არ ვიცი, წამოვიდა, მე გამოუშვი და მერე არ ვიცი) და მერე ისევ უაზრო აზრები და ანალიზი ამ აზრების. (იქნებ ჩამორჩა სადმე? იქნებ ბარსელონადან პრაღის რეისზე გადასხდომის დროს აცდა სადმე, მაგრამ თუ აცდა, რატომ არ იყო დაფიქსირებული პრაღის სიაში? ან იქნებ გადაცვალა ბილეთი? ან ცუდად ხოარ გახდა? ან რამე ხოარ დაემართა? ან ესე ხოარ იყო, ან ისე?) და ათასი აზრები ისევ. შემდეგ ამ აზრებში შუაღამე და ძილმორეული თვალები, ისევ მოლოდინი მაგრამ დაღლილობა უფრო მეტი ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, შემდეგ ჩაძინება, ამ ათიდან ვიღაც უმცროსის. მერე კიდევ ვიღაც ერთის, მერე თითქმის სუყველას ძილი და ძილშიც ფიქრი, მერე ცოტა პაუზა, მერე ირგვლივ სიწყნარე და ამ სიწყნარეში შიგადაშიგ ცოტა ხვრინვა. შემდეგ ხუთი-ღამის -ხუთი და რაღაც წუთები, ხუთი საათი და ერთი წუთი, ხუთი საათი, ერთი წუთი, ერტი წამი, ორი, სამი, ოთხ... და გაბმული ზარი კარზე. და ფეთიანი წამოხტომა, უცაბედი და სწრაფი იმ ხალხის, იმ ათი კაცის. კარების გაღება და იქ შ..რო იდგა ცოტა შეშინებული, ძალიან გამხდარი და ცოტა დაბნეული სახით, პატარა როლიკებიანი ჩემოდნით ხელში. და უყურებდა თვალზე ცრემლ მორეულ იმ ათს თან მომღიმარი სახეებით რომ იდგნენ, კაების ზღურბლთან. და მერე რა გითხრათ, გუშინ ესე იყო, დღეს კი ესეა. დღესაც ვმუკურნალობთ. თვითონ მოინდომა ესე თვითონ ისურვა. იძახის ამპულები უნდა ჩავიდგაო, არ ვიცი როგორ იქნება, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. ექიმმა ღმერთი გწყალობსო და ძალიან ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. სამი დღე გზაში ნამყომა ძლიერი კრიზისი უკვე დაძლიეო, ყოველგვარი წამლის გარეშეო და დანარჩენს უფრო ადვილად გადაიტანო. ხოო რა ვიცი აბა ესე უთხრა. მეტადონის პროგრამაზე დაგსვავთო. თვითონ კი უარი თქვა, უბრალოდ მიმკურნალეთო. დანარჩენი კი თავის უნარზეა დამოკიდებული , მოთბენის უნარზე და ღმერთის წყალობაზე, რა ვიცი მე ესე ვფიქრობ და სხვა არ ვიცი რას ფიქრობს.

გურამი თოდაძე
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 377

კატეგორია: ნოველები
დიდი თეთრი ველი (ისტორიული ნოველა)


თეთრი ხე გამოჩნდა,კარგად არ ჩანდა ნისლში,თეთრ ნისლში. მაშინ გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი ხესთან,თეთრ ხესთან, მივედი და მომეწონა ფერი,ხის ფერი, თეთრი ხის, თეთრ ნისლში დამალული,რომ იდგა, თითქოს მარტო იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი თეთრად მორთული იდგა დიდ ტრიალ მინდორზე და დავიწყე ფიქრი,რომ რატომ იდგა ის მარტო თითქმის,ლამაზ მინდორზე ლამაზად ერთი ხე,თეთრ ნისლში გსხვეული.ფიქრი გაგრძელდა ,რადგანაც მოვინდომე უფრო მეტად მეფიქრა ლამაზ თეთრ ხეზე თეთრ ნისლში,დრო სადღაც წავიდა იმ ნაშუადღევის თეთრ ნისლში და საღამოს დარდი ჩამოდგა.ცოტა აცივდა,რადგანაც მოუნდა ფიფქი ცას და დაეწია დედამიწას იმ თეთრ მინდორზე. ისევ დაადო ლამაზი გუნდი ცამ თეთრი ფიფქების და მოინდომა მოფერებოდა მინდორს და იმ ხეს, მაშინ დაღამდა,მაგრამ იქ დღე იყო, თეთრი ნისლის და ფიფქის, და უფრო მეტად კიაფობდა ის თეთრი ერთი მინდვრის ხეც.
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 809

კატეგორია: ნოველები
მე და ირმა. _____ (ტრაგი-კომედია)
მე ვერანიკა ვარ, ვე-რა-ნი-კა. ცოტა უცნაური სახელი მაქვს ხომ? მაგრამ ალბათ ლამაზი. მეთვითონაც არ ვიცი რათ დამარქვეს ეს სახელი ჩემმა მშობლებმა 1942 წელს ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში გაჩენისას, და მასშემდეგ ჩემი მშობლები აღარ მინახია და არც ის ვიცი რა ბედი ეწიათ მათ. აი მეკი ვიცი რა ბედი მეწია და ისიც ვიცი ვინ არი ჩემი შვილი, მაგრამ მგონი მე არ მეკუთვნის ცალკე ცხოვრობს ცოლ-შვილთან და მგონი ისინიც არ იცნობენ ერთმანეთს რადგანაც სამსახურიდან სულ მივლინებაშია(როგორც თვითონ ამბობს) და თითქმის ცხოვრების ნახევარს სხვაგან ატარებს ყოველთვის რის გამოც მავიწყდება რომ მყავს შვილი, ვარ ხანში შესული და ვარ ძირითადად მარტო, თუ არ ჩავთვლით ერთ მომვლელ ქალს რომელიც ხანდახან გემრიელად მიბარტყუნებს თვითონ და დამოუკიდებლად და მე მოხუცი ვერანიკა მთლიანად ვარ მასზე დამოკიდებული.
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 587

კატეგორია: ნოველები
ფრენა-ნასწავლი სიყვარულის ობიექტი.---
ერთი ადგილის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც ერთმანეთის თანმიმდევრობით განლაგებულა მაღალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ქუჩაში მოსიარულე ხალხი ფუსფუსებდა შიგადაშიგ და ხან შეუწყვეტლივ, დროის მიხედვით გამოჩნდებოდნენ. იქვე რაღაც მოზრდილი ფუფულა საგანი ეგდო კორპუსის ძირში, რაღაც თეთრი საგანი, თეთრ გამჭირვალე პარკში შეფუთული , მას ვერც ერთი გამვლელი ვერ ამჩნევდა, ყველა თავისთვის იყო რაღაცაზე გართული, ზოგს სადღაც ეჩქარებოდა , ზოგი რაღაცაზე ესაუბრებოდა ვიღაცას, ის საგანი კი ფიქრობდა, რატო ვერავინ ამჩნევდა ესეთ თეთრ და ესეთ ფუმფულას. სულ რამოდენიმე საათის უკან მას ხომ ბევრი ამოწმებდა და ეფერებოდა, თან ფიქრობდა რატომ მოხდა რაღაც ძალიან ლამაზიდან და წყნარ გარემოდან ესეთ მიტოვებულ და გაურკვეველ სიტვაციაში, მერე თითქოს ფრენის მცდელობაც ქონდა, თუმცა ეგ თავის სურვილი არც იყო, ის ძალდატანებით მოხდა და შემდეგ რამოდენიმე ,,სალტო,, გაკეთებული და თავბრუ დახვეული ერთხანს ისე იყო დანარცხებული რაღაც მაღალი სიმაღლიდან ცხელ ასფალტზე და წამოდგომას ცდილობდა, ალბათ წამოდგებოდა იმ თეთრ და წითელი ბანტით მორთულ პარკში რომ არ ყოფილიყო მოქცეული, ძალიან უკვირდა ეგ ყველაფერი, ის ხომ ძალიან ლამაზი იყო, ძალიან საყვარელი და ხომ ყველას უყვარდა ყველა ეფერებოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა ვერაფერს, თუ რატომ შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ , თუმცა მარტო ის არ ფიქრობდა ესე რომ ლამაი და საყვარელი იყო, რადგანაც იყო ერთი ვიღაც გოგო ვინც ფიქრობდა რომ მხოლოდ ის იყო ყველაზე ლამაზი.
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 483

კატეგორია: ნოველები
მაიას ფოჩებიანი კამფეტი...



ბალზაკის ქალი რომ არი ხომ იცით, აი ისეთი, ოცდაათის იქით და ცოტა კიდევ იქით იმ ასაკში აი კიდევ სულ რომ არ უყვართ მაგის გამჟღავნება, ასაკის, სწორედ მაგ წლებში მყოფმა იმოგზაურა ერთმა ძალიან კარგად მოვლილმა იმ ცოტა ზემოთხსენებულმა ქალბატონმა, იცით სად აი კიდევ იქ მაგ ოცდაათ გადაცილებულებს რომ არ უყვართ ხოლმე რაღაც-რაღაცეების გამოჩენა აი კიდევ იმ გვერდების და ზემოთ მხარეს არ ვიძახი, ქვემოთაზე მაქ ლაპარაკი კიდევ იმ გავაგანიერის ქვემოთაზე, ზოგის გავა რომ ვერ ეტევა ერთ ადგილში, (კარებს ვგულისხმობ) ოღონდ ის რომ გადიოდა , აი კიდევ ეს ქალი ეს, იმდენად არ იყო გავაგანიერი და საკმაოდ ლამაზადაც გამოიყურებოდა თან აი კიდევ რა ქვია, ის ფერ-უმარილიაო თუ რაღაც ესვა და არც ისე გადამეტებულად, და რომ გავიდა იმ დიდ ,,პლასჟე,, მერე თვითონ მოეწონა ის ადგილი და ამოწმებდა თუ კი ვინმეს მოეწონა ისევ თვითონ ეს ქალი, მოეწონა რომელია, მოეწონათ მერე და როგორებს სულ წონა-წონა ტიპებს მოეწონათ, აი კიდევ ისეთებს დიდი მერსედეს-ბენცებით რომ დადიან და კიდევ დიდი ღიპები რომ აქვთ ხინკლის კუჭებით გატენილი.
ტეგები: ნიველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 578

ავტორი: guramii
კატეგორია: ნოველები
გიო.---
ლამაზი ქალის თითები მაგიჟებს, თან იმ თითებით რაღაცას რომ მანიშნებს, არა, უფრო თვალებით , თვალებით მანიშნებს, დახატული თვალებით, არა, ჩაკრასკული კი არ აქვს, უბრალოდ თვითონ რომ არი დახატული, ბუნებისგან და ღვთისგან, აი ის თვალები მაგიჟებს, ის თითები, ის ტუჩები, სულ ჩუმად რომ არი და ოდნავი ირონიული ღიმილით რომ გიღიმის, შენზე მიხვედრილს, გაგიჟებულს რომ გეალერსება მოუსვლელად გეალერსება, თვალებით ისევ გიღიმის და ლამაზი თითებით ყავას სვამს, ხშირად ან ხანდახან, აი ის თითები მაგიჟებენ ყოველთვის , ის კი ისევ რომ ყავას სვამს, ხშირად ან ხანდახან. აი ეგ თითები მაგიჟებენ...
დღეს გიო იყო ჩემთან, გიო მხატვარია და იმ ლამაზი ქალების დახატვა უყვარს, ლამაზი თითები რომ აქვთ, რომ ვნახულობ სულ მაგას მეუბნება , ლამაზ ქალებზე. მეც მხატვარი ვარ, მეც ვხატავ , მეც მიყვარს ლამაზი ქალები , ოგონდ მე გიოსგან განსხვავებით შიშველი ქალების დახატვა მიყვარს, და თავად შიშველი ქალები, არა გიოსაც უყვარს შიშველი ქალები მაგრამ მაგას ის თვალები ურჩევნია ის ტუჩები, ოდნავ რომ გიღიმის და ის თითები, ლამაზი ქალის თავადაც თხელის, თხელი თითებით ყავას რომ სვავენ ყოველთვის, ხშირად ან ხანდახან, გიოს ეგეთი ქალები მოსწონს, ის ისეთი ხელოვანია რომელიც ხატავს ლამაზ თითებიან ქალებს აი ეგრე ყოველთვის, ხშირად ან ხანდახან, როცა მაგის საშვალებას აძლევენ ის ლამაზები მაშინ.

გურამ თოდაძე
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 725

კატეგორია: ნოველები
წერომ დაიგვიანა-
(ეძღვნება ყველა წერომიტოვებულ ბავშვს.)
გუშინ დავინახე, ბარტყი გადმოვარდა ბუდიდან, მერე გაირკვა, წეროსი ყოფილა. მეგონა, წეროს მარტო სხვისი შვილები ჰყავდა, მერე მითხრეს, საკუთარიც ჰყოლია, ოღონდ ახლა უკვე ერთით ნაკლები, რადგანაც პატარა წერო ბაღჩაში ჩამოვარდნისას, კომბოსტოზე დაეცა და სული განუტევა, ეს კი მარტო მე არ დამინახავს-ერთმა ფეხვძიმე მეზობლის ქალმაც შეამჩნია, ოღონდ არ ვიცოდი,ის ქალი ფეხვძიმედ რომ იყო, უბრალოდ მსუქანი და შეუხედავი მეგონა. შეუხედავი მარტლა იყო, -ოღონდ არა ფეხვძიმობის გამო,- მაგრამ გული ნამდვილად კეთილი ქონდა; წეროს ბარტყი რომ დაინახა, თავის ქნევას მოჰყვა, პუტკუნა ხელებს დიდ მუცელზე ისვამდა და გაიძახოდა, ეჰ, რა უნდა ქნას ახლა ამისმა დედიკომო. ჰოდა, იქით ეს ბარტყი იყო გადმოკიდებული ასე უპატრონოდ, აქეთ მე გავიფიქრე ცოტა მოგვიანებით, რას დადიოდა ის წერო აქეთ-იქით, რას დაჰყავდა სხვისი შვილები, თავისი შვილისთვის ვერ მიეხედა და სხვისას მიხედავდა? არა, ნამდვილად უნდა ავუკრძალოთ-მეთქი ეს საქმიანობა, ანუ ბავშვების იმპორტ-ექსპორტი, და მარტო თავისი ბახალების მიხედვის უფლება დავუტოვოთ. მერე თქვეს, უი, წეროსი კი არა, ჭოტისააო,- ის მეზობელი და კიდევ ერთი ქალი დაეჭვდნენ. იმიტომ დაეჭვდნენ, წერო ბუდეს ხეზე არ იკეთებსო.ჰჰო, მაგრამ ჭოტი იკეტებსო? მაშინ შაშვისო. არა, შაშვისა არ არისო. იმდენი იკამათეს, ბოლოს ისიც კი იფიქრეს, თავიანთი ხომ არ იყო. კაცო აბა ვისიაო? ვი სია და ვისიც არისო, ციცარისო. ჩიცარისო? აუ, ნეტა თავს დამანებებდეო.
ჰოდა ამ ფიქრსა და მათ უაზრო კამათში, სად იყო და სად არა, მოვიდა მელაკუდა ფისუნია, ოღონდ მელაკუდა არა, მარტო ფისუნია, და გადასანსლა ის წეროს თუ ვიღაცის თუ რაღაცის ბარტყი, მე კი შემეშინდა და ბევრი ვიტირე. ბაბუამ მითხრა: დაწყნარდი, შვილო, რას იზამ, ესეთია ბუნების კანონი, ეს არი მგლური კანონი და მგლური ცხოვრებაო. მე ვერ მივხვდი, ,,მგლური კანონი,, რა იყო და ბაბუამ მითხრა, არა უშავს რა, რომ გაიზრდები, მერე გაიგებო, მანმადე კი შენს ბაღს ესტუმრეო. ჰოდა, ბაღში რომ წამიყვანეს, ისედაც ცუდ გუნებაზე მყოფს, უფრო გამიფუჭდა გუნება, რადგან ბორში დამახვედრეს იმ თეთრხალათიანებმა და მარტო მე კიარ მომიკლეს გული, არამედ იქ მყოფ ყველა წეროს მოყვანილ და კომბოსტოდან ამოყვანილ ბავშვს. თვითონ კი ისხდნენ, და რაღაცას გემრიელად მიირთმევდნენ, თან ლაქლაქებდნენ. ხან ვიღაცას ლანძღავდნენ, ხან ვიღაცას აქებდნენ. მე კი ფანჯარაში ვიყურებოდი და ისევ იმ ბარტყზე ვფიქრობდი, იმ წერომიტოვებულ ბარტყზე და კიდევ-იმ წეროზე, რომელიც წესით, ბაღშიც უნდა მოსულიყო ჩემს წასაყვანად, მაგრამ ყოველდღე არწივს მივყავდი სახლში, ჩემს ბაბუა არწივს, წერო კი არსად ჩანდა, არსად, არც ჩემი და არც იმ წერომიტოვებული ბარტყის წერო.
გურამ თოდაძე
ტეგები: ნოველა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 722

Revaz inanishvili - Lamazi Cremlebi / რევაზ ინანიშვილი - ლამაზი ცრემლები


მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: "მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”.
წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, _ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: _ოო, ისევ შენ იწვალე!.._მამამ კეთილად გაუღიმა, _ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა_ თბილად ჩაიცვით, _და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.
იჰ, შენც ერთი!_თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 9664
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    სექტემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი