მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


კატეგორია: მოთხრობები
ავტორი: იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი მოთხრობა
ტეგები: იაკობ თორია.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 534

კატეგორია: მოთხრობები
ავტორი: იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი დაწერილი ამბავი.
ტეგები: იაკობ თორია.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 664

კატეგორია: მოთხრობები
მშვიდი საღამო იდგა. არც სიცხე იყო, არც სიცივე. ქუჩა სადაც ჯეიკობი მიაბიჯებდა სავსე იყო „ადამიანებით“. ყველას ერთნაირი სახე ჰქონდა. არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო. თითქოს ამინდის ნაირ შუალედს იჭერდა ადამიანთა განწყობა. ჯეიკობი უყურებდა თითოეულ შემხვედრს თვალებში და კითხულობდა მათ უაზრობას. „სამყარო ასეა მოწყობილი თითქოს მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ვერაფერს განიცდიან.“ გაიფიქრა მან. 25 წლის ჯეიკობი სულაც არ იყო ბრბოში გარეული. ის ყოველთვის გვერდიდან აკვირდებოდა მათ მდგომარეობას, რომელიც მუდამ უცვლელი იყო. მხოლოდ გარკვეული ელემენტები იცვლებოდა ადამიანთა აზროვნებაში, მაგრამ სისტემის არსი იგივე რჩებოდა. „დაწყევლილია ადამიანი ამ სამყაროში, წყევლის მოხსნა კი თვითონ ძალუძს, მაშინ როდესაც გასცდება, სხვების მიერ შექმნილ სისტემას.“ ფიქრობდა ახალგაზრდა ბიჭი. მისი პირადი ცხოვრებაც თითქოს „ერთფეროვანი“ იყო. მაგრამ არა იმგვარი როგორიც დანარჩენების. ჯეიკობს ძლიერ უყვარდა ადამიანები რომლებთანაც ყოფნა უჭირდა......
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 613

ის დრო მენატრება როცა ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო,როცა პირველად მომკიდე ხელი და ცივად გამოვწიე,როცა პირველად ჩამეხუტე ირგვლივ ყველაფერი გაქრა,პირველი კოცნა იმდენად მოულოდნელი იყო,რომ დაბნეულობისგან ლანძღვა დაგიწყე ოღონდ როცა მივხვდი რაც მოხდა და უკვე ყველაფერი გვიანი იყო რადგან შენ წასული იყავი. ნელ-ნელა წინ მივიწევდით,ყველაფერ ახალს ვეწინააგმდეგბოდი,მაგრამ მალევე ვნებდებოდი, დღესაც ერთად ვართ გვიჭირს, შენ თბილისში ხარ მე ქუთაისში მაგრამ ის დღეები უბედნიერესია როცა შენ ჩამოდიხარ ვჩხუბობთ ,ვრიგდებით დილიდან შენ და შენი და ჩემთან ხართ ნამცხვრებს გიცხობთ, ვეჯიბრებიტ ერთმანეთს რომლის უფრო გემრიელი იქნება და რათქქმაუნდა ჩემი,მერე ვიღაც მოვა და შენ დამალვა გეწევს ლოგინის ქვეშ,მე და შენი და კი ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ბაასს ვითომც არაფერი,ხვალ უკვე მიემგზავრები და ყვველაფერი უაზრო ხდება აქ მხოლოდ შენ ხარ,რაც შენს გვერდით ვარ ძალიან შევიცვალე ისეთი გავხდი როგორიც შენ გინდოდა და გაწყობდა,არ ვამბობ რომ ეს ცვლილება კარგია,მაგრამ მთავარია ასე უფრო ბედნიერი ვარ.მინდა ორმ ყველაფერი,კარგიც და ცუდიც ერთად გავაკეთოთ,მეც მქონდეს სიცხე როცა შენ ავად ხარ,მეც ვნერვიულობდე როცა შენ წააგებ,მოგებულს ერთად ვხარჯავდეთ,მიყვარხარ დამიხარია,რომ ეს შენ ხარ და არა სხვა,შენს გვერდით ყოველთვის კარგად ვიქნები იმიტომ რომ შენ ხარ ის,ვიზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს...
ტეგები: sikvaruli.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 806

კატეგორია: მოთხრობები
მარტოობის შესახვევი
––––
სიძულვილის კუთხე
–––
სიყვარულის გზატკეცილი
––––
ბედნიერების სადგური
––––––––––––––––––––
-გააჩერეთ , გააჩარეთ. ტაქსი შეჩერდა. მძღოლის სავარძელზე არხეინად მოკალათებული ახალგაზრდა კაცი, ელოდებოდა მგზავრის, კარის გაღებას.
-– მარტოობის შესახვევევთან რამდენად გამიყვანთ ? იკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა და მორიდებულად მიაშტერდა მანქანის სალონში მიგდებულ ერთ გვირილას.
– უფასოდ გაგიყვანთ, როდესაც მაგ შესახვევში მგზავრები მიმყავს ფულს არასდროს ვართმევ. დაბრძანდით. ახალგაზრდა ქალბატონმა უკანა კარები გამოაღო და თავისუფლად, სრულიად მარტო მოკალათდა სამ ადგილიან სავარძელზე.
– უკან რატომ დაბრძანდით ?
– ასე უფრო კარგია, მთელი სამი სავარძელი მარტო ჩემია და რომელზეც მომესურვება იმაზე გადავჯდები.
– ასე ძლიერ გიყვართ მარტოობა ? მიმართა ტაქსის მძღოლმა და დაჟინებული მზერა მიაპყრო.
– დიახ. ჯობია დავიძრათ.
მძღოლმა მანქანა დაქოქა, პირველ სიჩქარეში გადართო და მანქანების გაცხოველებულ ქუჩას მშვიდად შეუერთდა.
– თქვენი სახელი მითხარით თუ შეიძლება. მიმართა ქალბატონმა მძღოლს.
– მაიკლი, ქალბატონო. უბრალოდ მაიკლი არანაირი ბატონო და ა. შ.
– მაიკლ ყოფილხართ ოდესმე მარტო ?
– არა, მე მარტო არასოდეს ვარ. როგორ შეიძლება მარტო ვიყო როდესაც ამდენი მგზავრი მყავს ყოველდღე...... /// გაგრძელება სრულიადში.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 784

კატეგორია: მოთხრობები
ავტორი: შონ აბრამი
დასახელება: უცნობი კაცის წერილი
წელი: 2013
გვერდების რაოდენობა: 7
ფორმატი: Документ Microsoft Word
გადმოსაწერი ლინკი: http://mydisk.ge/download.php?id=ezahunute

მცირე წინასიტყვაობა მოთხრობის შესახებ:
ალბათ სათაური თქვენში უკვე კრიტიკას იწევევს, ცვაიგის უცნობი ქალის წერილიდან გამომდინარე, მაგრამ გთხოვთ "შემინდეთ" ეს შეცოდება. რადგან ეს წერილი ძალზედ განსხვავდება ცვაიგის წერილიდან. მე არც ვედრები და ვერც შევედრები მას, ეს უბრალოდ ჩემი გულის ნადებია რომელიც ცვაიგის დახმარებით ამოვიღე და დავწერე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1281

დღევანდლამდე არ ვსწავლობდი ისე როგორც შემეძლო,ჩემი შესაძლებლობების მეოთხედსაც არ ვიყენებდი სანამ წიგნის კითხვის ძალას გავიგებდი.მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო და კარგ თანამდებობაზე მუშაობდა,დედა კი დიასახლისი იყო. მამაჩემს რომ კითხო მისთვის სრული ნეტარებაა : პატარა ნათურა,რბილი სავარძელი და წიგნებით სავსე კარადა.სანამ სახლის კარებს შემოაღებდა ფეხის ხმას ვგრძნობდი რომ ის იყო. მაშინვე ავიღებდი წიგნს გავიქცეოდი შემოსასვლელთან მდგარ სავარძელთან,დავჯდებოდი და ვითომ ვკითხულობდი. დავინახე რომ შემოდის მამაჩემი, ორი მეტრო სიმაღლის კაცი რომელასც ოდნავ წამოზრდილი ღიპი ქონდა და მე ერთ წრიპა ბავშვს მეუბნება

-მოდი,დაჯექი მაგიდასთან.
-რა ხდება მა?
-არაფერი,უბრალოდ მინდა შეგაყვარო კითხვა
-ხოდა ვკითხულობ.
-არა შვილო არ კითხულობ.
-რაიცი?
-მოიწიე და განახებ.
მეც მივიწიე და დამავლო ხელი,დამიჭირა და მისი დიდი ხელით ჩემი მაჯა გულმკერდზე დამადებინა.და მკითხა
-გესმის?
-რა?
-გულის ფეთქვა
......................................
ტეგები: wigni.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 930

კატეგორია: მოთხრობები
დროა, დროა იმის რაზეც მთელია დღეა ვფიქრობ. ხელსაყრელ მომენტს ღმერთი ყოველთვის გიქმნის, მთავარია შენ ეს შეამჩნიო და აუცილებლად გამოიყენო. ერთი მომენტი უკვე გავუშვი, როდესაც ის მარტო გაუყვა დერეფანს მე კი არ გავყევი. ახლა კი აუდიტორიიდან გამოსული პირდაპირ ჩემს წინ ჩაივლის. ახლა კი ვერსად ვეღარ გავუშვებ. ოცნებების ახდენაზე ოცნება არ შეიძლება, ამას უკვე კარგად ვხვდები, და ეს მოქმედებისკენაც მიბიძგებს. არ უნდა შეგაშინოს შედეგმა რომელიც, შენსკენ მოიწევს, ეს შედეგი აუცილებლად უნდა მიიღო, რაღაცის დასასრულებლად ან დასაწყებად. მას ვუყურებ, გული მითრთის, თითქოს დიდი სიმაღლიდან ვიყურებოდე და გადმოვარდნის მეშინოდეს. მაგ დროს მოაჯირს მაინც მოეჭიდები, ან რაიმს მყარ საგანს, ახლა კი ვერავის ვერ მოკიდებ ხელს, ხელს რომელიც გაყინულია, ნერვიულობით. აი ისიც მიახლოვდება, და იქმნება კულმინაციური მომენტი, რომელზეც ათასჯერ მაქ ნაფიქრი...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 651

კატეგორია: მოთხრობები
ფარდა გადავწიე და მთვარემ უეცრად შემოალაგა თავის სხივები. რაფაზე შემოვჯექი და ეზოს გადავხედე. ირგვლივ სიწყნარეა. არავინ არ ჭაჭანებს. შემშურდა მიდამოსი. ისეთი სუფთა იყო ეს ადგილი, გამჭვირვალე, მიუხედავად სიბნელისა. მთვარეს თვალი გავუსწორე და მივმართე: "–მთვარევ, მაჩუქე ასეთი სიწყნარე. სიწყნარე სადაც არავინ იქნება ვიქნებით მხოლოდ მე და შენ. ასეთი გარემო მხოლოდ ერთი თვე, სამოთხეში მაგრძნობინებდა თავს. ნუთუ არ შეგიძლია სადმე ქოხში, სადაც ერთი საწოლია ერთი მაგიდა, ერთი სკამი და მშვიდად მოგიზგიზე ბუხარი, გამიშვა და დამასვენო, მაგრძნობინო ნეტარება....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 660

ავტორი: REMARQUE
კატეგორია: მოთხრობები
ადამიანები წესრიგს ეძებენ, თუმცა მისი დაცვის დროს ყველაზე დიდ უწესრიგობას ჩადიან ისე რომ ვერც ხვდებიან ამას. – მერხები რატომ არიეთ ? კითხულობს ლექტორი.
აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა. "– არ აგვირევია," წამოიძახა ვიღაცამ. – და თქვენ გინდათ თქვათ რომ ეს მერხები ისეა განლაგებული როგორც თავიდან იყო ?, მაშინ თქვენ მესამე რიგში როგორ აღმოჩნდით მაგ ადგილას. აუდიტორიაში კვლავ სიჩუმეა, მხოლოდ წესრიგის დამცველი ლაპარაკობს, ლექტორის იერსახით. – რას გავს ეს ? ცხოველებისგან აღარაფრით განსხვავდება ადამიანი. დაახლოებით ათი წუთი მიმდინარეობდა მისი მონოლოგი, რომელშიც ისმებოდა კითხვა თუ რატომ ავრიეთ მერხები...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 352

ავტორი: REMARQUE
კატეგორია: მოთხრობები
ლექცია დასრულდა. ალბათ ის ქვევით არის, ფოიეში და სიგარეტს აბოლებს. ჯობია ჩავიდე. დახვეულ ფორმატს ვიღებ სადაც მისი ნახატია, გული გამალებით მიცემს. ასე ხდება ხოლმე ყოველთვის როდესაც რაღაც გულწრფელი გრძნობით უნდა გააკეთო. კიბეებზე აღელვებული ჩავდივარ და რამდენიმე წამში მის გვერდით ვჩნდები. გამიღიმა, მართლაც სიგარეტს შეექცევა. მშვიდად უშვებს მონაცრისფრო ბოლს, და კვლავ მიღიმის...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 463

კატეგორია: მოთხრობები
ტრასაზე ჩამწკრივებულიყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. იყვნენ მახინჯებიც, მომხიბლავებიც, თუმცაღა აქ მდგომებთან ნაკლებად თუ გაუჩნდებოდა ვინმეს სექსის სურვილი. არც თუ ისე ნელი სიჩქარით მივდივარ და მანქანიდან მაინც მიმირბის თვალები მათკენ. უცბად შევკრთი, ჟრუანტელმა დამიარა. თვალებს ვერ ვუჯერებ...
მშვენიერი წამი. წამი როდესაც შენს თავს გადააბიჯებ და შეძლებ ის გააკეთო რაც რამდენიმე წამის წინ წარმოიდგინე. სწორედ ამ წამით გრძნობ რომ მოქმედებ გულით და არა გონებით. მანქანა უეცრად მაგრად დავამუხრუჭე. საბურავის წივილი არანაკლები იყო ჩემი გულის წივილისა. უკანა სიჩქარეში ჩავაგდე და ნელ ნელა მივუახლოვდი. კი ის არის, ნამდვილად ის. მაგრამ აქ რატომ ? მაინც ვერ ვიჯერებ რომ ეს სწორედ ის გოგონაა რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. ერთიანად ვცახცახებ.
– შენი სახელი ? ვეუბნები აკანკალებული ხმით.
– სახელისთვის გააჩერე ?
– კარგი დაჯექი. კარი გააღო, და შემოაბიჯა ჩემს მანქანაში.
– ანჟელიკა მქვია რახან ეგრე გაინტერესებს.
ნუთუ შემეშალა. არა. თვალები, ღიმილი, თმების მოყვანილობა. ჭორფლები სახეზე. ტანიც, ყველაფერი ისეთი აქვს როგორიც მას ქონდა.
– შენ სოფი გქვია.
– არა მე ანჟელიკა ვარ საყვარელო. ვიღაცაში გეშლები. თუმცაღა არამგონია სოფიზე ნაკლები ვიყო რამით. თქვა და ალერსით სახეზე ხელი მომისვა.
– იცი, ძალიან გავხარ ჩემ ერთ ნაცნობს.
– კარგი, ვინც გინდა ის ვიქნები მთავარია კარგად გადაიხადო.
– ფული პრობლემა არ არის. სასტუმროში წავიდეთ.....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1611

კატეგორია: მოთხრობები
ველოდები. წამები მიიზლაზლებიან. ერთი წუთი ერთ საათად იქცა. ჯობია დავურეკო.
– ელისაბედ, შენი უნივერსიტეტის შემოსასვლელთან ვდგავარ. მალე გამოხვალ ?
– ერთი ლექცია დამრჩა. მიპასუხა ძალიან ჩუმად. მისი ხმის უკან ლექტორის ქადაგებაც ისმოდა.
– კარგი გელოდები. ტელეფონი გავთიშე, ჯიბეში ჩავიცურე და გამოსასვლელს მივაშტერდი. საოცრად დამთრგუნველია ლოდინი. ვიღაც გოგონა გამოდის, ძალიან გავს ჩემს ადრესატს, გული ამოვარდნას მაქვს, თუმცა როცა კი ცოტა მომიახლოვდა სრულიად სხვა აღმოჩნდა. რომ გამოვა აუცილებლად ვეტყვი ყველაფერს. ვეტყვი რომ მიუხედავად ამდენი დროისა გასვლისა, მაინც ისევ ისე მიყვარს. დრო ვერაფერს ცვლის როცა საქმე სიყვარულს ეხება. ვეტყვი როგორ ვლოცულობ ხოლმე ღამღამობით მისთვის, რომ ის კარგად იყოს, ბედნიერი და წარმატებული დღე ჰქონდეს....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 493

კატეგორია: მოთხრობები
ისევ დამავიწყდა მისი სახე. ვცდილობ ფრაგმენტებით გონებაში აღვიდგინო მშვენიერი ღიმილი, გამოხედვა და მისი ხმა, რომელიც გულის სიღრმეში აღწევს და ერთიანად ძრავს მას.
ბავშვები ერთმანეთში ირევიან, წუთიწუთზე ლექციაც დაიწყება. ფოიეს შემოსასვლელს გაფაციცებით ვუყურებ, წუთი წუთზე ველი მის გამოჩენას... აი ისიც. შემოვიდა. ოღონდ არა მარტო, გვერდზე ვიღაც უცნობი ყმაწვილი ამოდგომია. ჩვენ შორის საკმაო მანძილია, რომელიც ბავშვებით არის გატენილი. „ნეტავ გამოიხედოს, ნეტავ“ ნატვრა წამებში ამისრულდა ის ჩემსკენ ატრიალებს თავს, მიღიმის და ხელს მიქნევს თან სწრაფი ნაბიჯებით აუდიტორიისკენ მიიწევს. მეც მოვასწარი ხელის დაქნევა და გაღიმება. ჯობია გავყვე, ვიფიქრე და მისკენ დავიძარი... აუდიტორიის კართანაც ბავშვები ირეოდნენ, ლექტორმა კარი გააღო. ისინი თითქმის პირველები შევიდნენ და მალევე მონახეს ადგილი ერთად. მე კი მის უკან ძლივს ვიპოვე თავისუფალი სკამი. კვლავ უკნიდან მომიწევს მისი ცქერა, როგორც მაშინ როდესაც ჩანახატი გავაკეთე მისი გრძელი თმებისა და მხრების. ვფიქრობ თუ ამჯერად რითი შეიძლება გამოვირჩიო თავი მისი ყურადღების მისაქცევად. ფიქრმა აზრის ნატამალიც არ შთაბერა გონებას. ლექციამ თავის გზით გარეკა და აუდიტორიიდან გამოსვლის დროც დადგა. ბიჭი, ჩემს „ობიექტს“ დაემშვიდობა და უფრო ადრე გაიჭრა აუდიტორიიდან. ახლა კი ჩემი დრო იყო. ჩემი მოქმდების. დავინახე გასასვლეთან როგორ ამოიღო სიგარეტი, კოლოფიდან. ჩემგან თითქმის ორ ნაბიჯშიღა იყო. სანთებელა მოვიმარჯვე, ცეცხლი ავანთე და ის მოვუკიდე მის სიგარეტს ვერც დაინახა თუ ვინ ვიყავი....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 369

ავტორი: REMARQUE
კატეგორია: მოთხრობები
ის ჩემს წინ იჯდა. ბლოკნოტში მის ჩანახატს ვაკეთებდი. გრძელი შავი თმები წითელი ბოლოებით ჩამოფარებოდა მხრებზე....
მონახაზი გაკეთებული მაქვს, მის გვერდზე მჯდომი გოგონა ხვდება რასაც ვაკეთებ. ამასობაში თურმე ლექტორიც რაღაცას ლაპარაკობს. ნაკლებ მნიშვნელოვანს ჩემთვის. თითქმის დავასრულე. ბოლო შტრიხებს ვუკეთებ. ის უცბად ტრიალდება, იღიმის, წამიერად ათვალიერებს ჩემს ნაშრომს. შემდეგ კი თავის გიშრისფერ თვალებს პირდაპირ, ურცხვად მიყრის თვალებში. კვლავ იღიმის. მეც გავუღიმე. „ – მაგარია“ წყნარად და დიდი მორიდებით მომაძახა და შეტრიალდა. ბლოკნოტი დავხურე. გამაკვირვა ჩემში გამოჩენილმა გრძნობებმა. გამაკვირვა ფაქტმაც რომ გოგონას ხატვა ისე დავიწყე სახეზე არც შემიხედავს. მისი თმების და მხრების გარდა არაფერი მქონდა ნანახი. ახლა კი სახეზეც რა ლამაზი აღმონდა. ლექცია დასასრულს უახლოვდება. ბავშები წამოიშალნენ. დაბნეულმა ვერც მოვიფიქრე ფურცელი ამომეხია და მეჩუქა. ის შემოტრიალდა...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 361

კატეგორია: მოთხრობები
– გამარჯობა, მინდა რომ გაგიცნოთ, შეიძლება ?
გოგონა შეკრთა, ნაცრისფერი წვრილი თვალები ვაჟს მიაპყრო.
– ვინ ხარ ? რატომ უნდა გამიცნო ?
– იმიტომ.
– ეს პასუხი არ არის.
– დასრულდა.
– რა დასრულდა ?
– შენი გაცნობა. შენ ყოვლად უჟმური ადამიანი აღმოჩნდი. ნახვამდის.
– მოიცადე, მოიცადე... ბიჭი შემოტრიალდა ფართო თვალებით დააშტერდა გოგონას.
– რა გინდა ?
– მოდი დაჯექი ჩემს გვერდით და მართლაც გავიცნოთ ერთმანეთი. რა გქვია ?– შეეკითხა გოგონა.
– სანდრო. შენ ?
– ილიონა. შეგიძლია ილიც დამიძახო.
– მომწონხარ ილი.
გოგონამ საათს დახედა. ცოტათი მორიდებულად ვაჟს შეხედა და უთხრა:
– ჯერ ორი წუთიც არ გასულა, და უკვე მოგწონვარ ?
– იცი, ერთი წუთის წინ უჟმური იყავი, ახლა უკვე მომწონხარ, კიდევ ერთ წუთში კი შეიძლება შემიყვარდე კიდეც.....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1869

კატეგორია: მოთხრობები
სიგარეტს მოვუკიდე. ღია ფანჯრიდან სასიმოვნო ნიავმა მიხმო. ფარდა გადავწიე და იდაყვებით ფანჯრის რაფას დავეყრდენი. ვიგრძენი როგორ ნაზად შემეხო ღამის წყვდიადან მოსული ქარი. მძიმედ დავარტყი ნაპასი, გამოშვებული კვამლი კი მთვარისკენ მივმართე, იმ იმედით რომ ცოტათი მაინც ჩააქრობდა მის თვალის მომჭრელ ელვარებას. თუმცა უშედეგოდ. უეცრად მის გასწრვრივ დიდი ღრუბელიც შევნიშნე. ცდილობდა თავის არეალში მოექცია ციური სხეული. რა უაზროდ გაჩენილა, მისი ადგილი არც არის ამ მოწმენდილ მთვარით გაბრწყინებულ ცაზე, გავიფიქრე ჩემთვის. ცოტაც და გადაფარავდა და ჩააქრობდა მის ბრწყინვალებას. – შეჩერდი !!! დავუყვირე. საინტერესოა რისი იმედით, ის ხომ უბრალო ღრუბელი იყო, რომელიც მალე ერთიანად შთანთქავდა ღამის „პროჟექტორს“.
– ჰა ჰა, ვინ ხარ შენ ? ჩემი შეჩერება რომ შეძლო...
ჩუმად მაგრამ მკაფიოდ ჩამესმა რაღაც ხმა. ირგვლივ მიმოვიხედე, ტოტები ოდნავ ყვებოდნენ ქარის წამოწყებულ სიმღერას, ადამიანის ნასახი არ ჩანდა. მხოლოდ ერთმა წრუწუნამ გადაირბინა ეზო, რომელიც ამ ხმასთან არანაირ კავშირში არ უნდა ყოფილიყო. ისევ ავიხედე ცაში. ნახევარიღა დარჩენილიყო მთვარის.
– შენ თვითონ ვინ ხარ ? სად ხარ? საიდან მესმის შენი ხმა? არც თუ ისე ხმამაღლა ვთქვი და სიგარეტი გადავაგდე.
– მე ღრუბელი ვარ და კიდევ ბევრი რამ. ხმის გაგონებისას ხელები ამითრთოლდა, უმალვე მეორე ღერი ამოვიღე კოლოფიდან და ძლივს ძლიობით მოვუკიდე.
– შენ აორთქლებული წყალი ხარ, როგორ შეიძლება ლაპარაკობდე.....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 587

ავტორი: REMARQUE
კატეგორია: მოთხრობები
მანქანა ადგილიდან მოწყდა. აუტანელი ძრავის გრუხუნი. სპიდომეტრზე სიჩქარე წამებში მატულობს. ქარი ძლიერდება, რომელიც ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან შემოიჭრა მანქანაში. მგონი დროა გაიფიქრა ბიჭმა.
– არა შეჩერდი !!! გამოეპასუხა ვიღაცის უცხო ხმა, რომელმაც უეცრად შეაშინა კიდეც.
– ვინ ხარ?
– შენი სინდისი
– ეგ მე არ გამაჩნია.
– როგორ არა, სულ მცირე კიდევ დაგრჩა.
– რა გინდა ?
– სიჩქარეს უნდა დაუკლო და გადაიფიქრო ის რაც თავში გიტრიალებს.
– რატომ ?
– იმიტომ რომ შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება.
– რისთვის ?
პასუხი ვერ მოისმინე. ბიჭმა კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს. – გაჩერდი თქო !!!
კვლავ ჩაესმა უცნაური ხმა. – ვინ ხარ? რა გინდა ? ნუთუ გავგიჟდი? წამოიყვირა ხმამაღლა. არ მინდა გიჟად მოვკდეო, თქვა და მანქანა გადააყენა.
– შენ უკვე გიჟად ხარ ქცეული, კვლავ ჩაესმა შინაგანი ხმა.
– არა, გიჟი არ ვარ !!!
..........
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 898

კატეგორია: მოთხრობები
– დაიწყეთ, უბრალოდ დაიწყეთ. მთავარია დაიწყოთ. სათქმელი კი თავისით მოიტანს ყველაფერს.
– კარგით ვცდი. მე ისევ მიყვარს... რამოდენიმე წამი დუმილი ჩამოვარდა.
– მორჩით ?!
– არა, თუმცა ეს დასაწყისიც არის და დასასრულიც.
– განაგრძეთ. დასკვნები ბოლოს გავაკეთოთ.
– კარგით, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ. ის იყო ჩემთან, ოღონდ არა შეყვარებულის როლში. უბრალოდ ერთად გვიწევდა ყოფნა. შემდეგ ის წავიდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ერთად ავღმოჩნდით ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდში, დაახლოებით 5 თვე. ეს თვეები ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ვსუნთქავდი მისით. თუმცა ის არ იზიარებდა ამ სუნთქვას. მოვიდა წასვლის დროც. ის წავიდა. სამი თვე გავიდა მისი გაქრობიდან, თუ შეიძლება ასეც ითქვას. ფიზიკურად მას მე ვეღარ ვხედავ. თუმცა ყოველთვის ჩემთან არის. ის ყველგანაა. აი აქაც მეჩვენება რომ თქვენ გიზით გვერძე, და თავის ლურჯი თვალებით მომჩერებია.
– გვერძე მიზის ? რომელ მხარეს ?........
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 905

კატეგორია: მოთხრობები
ცივა. წინდები დახეულია. ტანზე ჭუჭყიანი დაფლეთილი ჟაკეტი აცვია. კვლავ გაიშვირა ხელი. არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
დადიან. ჩაიარა ერთმა, ორმა, სამმა... თუ შეიძლება ამას სიარული ერქვას. უფრო დაბობღავენ.
– დამეხმარეთ, გთხოვთ...
– „არ მაქვს ხურდა ფული, ლარიანი მაქვს, როგორ დაგეხმარო, შემეშვი“
– იქნებ თქვენ დამეხმაროთ ? ძალიან გთხოვთ.
არც შეიმჩნია, ჩაიარა. –„ უკვე რამდენი არიან ქალაქში, ეს მათხოვრები, ჩაიალაპარაკა“ რომელიღაცამ.
– მამაო გთხოვთ გამოიჩინეთ მოწყალება.
– ღმერთმა დაგლოცოს.
– მე სულაც არ ვარ დალოცვილი. ვერ ხედავთ რა დღეში ვარ ?
– ღმერთმა შეგინდოს.
– იქნებ ჯობია მე შევუნდო იმისთვის, რომ აქ ვარ და ვმათხოვრობ.
– გაჩუმდი. ნუ სცოდავ.
– ვცოდავ, დაიხაც ვცოდავ. ამაზე მეტი მაინც აღარაფერი დამემართება, მე აღარ მეშინია ცოდვების.
– ღმერთმა შეგინდოს. კვლავ გაიმეორა მამაომ და წასვლა დააპირა.
– არა, მოიცადეთ. არ წახვიდეთ. თქვენ ხომ სასულიერო პირი ხართ დამეხმარეთ.
– მე არ მაქვს ფული. მაგრამ სულიერად გეხმარებით. გლოცავთ, და უფალს ვთხოვ თქვენს კარგად ყოფნას. თქვენ მადლობელიც უნდა იყოთ უფლის.
– რისთვის უნდა ვთქვა მადლობა ? აქ რომ ვდგავარ და საჭმლის ფულს ვითხოვ?
– დიახ. მადლობა უნდა თქვათ იმისთვის, რომ არ ხართ ის ქალბატონი, ჩემამდე რომ ჩაიარა, და არ დაგეხმარათ მხოლოდ იმიტომ რომ ხურდა არ ქონდა. მადლობა უნდა თქვათ იმისთვის რომ არ ხართ ის ვაჟი თავისთვის რომ ჩაილაპარაკა „– უკვე რამდენი არიან ქალაქში, ეს მათხოვრები,“–ო. მადლობა უნდა თქვათ ადამიანური არსებობისთვის...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 734


საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    სექტემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი