მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


ოდითგანვე ეტფრის კლდემამოსილ
დედამიწის გულის სიღრმეს,
რომლის ფესვად გადმოღერილ
კლდე-კონცხებში ჰპოვებს სიტკბეს
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 494

კატეგორია: ლექსი
იანვარში ალბათ უფრო აცივდება,
თოვლიც მოვა, მერე ქარი გაჰყრის ღრუბლებს.
შენი გრძნობა ვიცი უგრო გაცივდება,
მონატრებას ჩემი გული ვერ გაუძლებს.

ამტკივდება მე სხეულზე მეტად გული,
და ფიქრებით შენ არსებას შევეხები.
არ გჭირდები როგორც წრფელი სიყვარული,
ახლოს დგახარ მაგრამ მაინც ვერ გეხები.

თებერვალში სუფსარქისი დაიწყება,
იბობოქრებს როგორც ჩემი ფანტაზია.
შენზე ფიქრში უძილობა დაიწყება,
მაგრამ ფიქრში ყველაფერი ლამაზია.

მერე მოვა გაზაფხული მწვანე ფერით,
მარტიც ალბათ როგორც ადრე გაგიჟდება.
მე კი ვიცი გრძნობით ავალ უფრო ზევით.
შენ ვერ ხვდები უშენობა რად მიჟდება.

გადაივლის აპრილიც და მაისის თვეც,
უშენობა წლებს მომაკლებს სიცოცხლისას.
სიყვარულმა ეს იცისო ბრძენებმა თქვეს.
და ის დამწვავას მე როგრც მზე ზაფხულისა.

შემოდგომაც მოვა თავის ფოთოლცვენით,
ააჭრელებს არემარეს ხავერდოვნად.
ლექსებს დავწერ უიმედო ცრემლისდენით,
და მუზების მე შენ გაქცევ კვლავ დედოფლად.

შემოდგომას კვლავ ზამთარი გადაფარავს,
თავის ფიფქებს გადმოაფრქვევს ღრუბლებიდან.
სულის ტირილს და ტკივილებს რა დაფარავს,
შენ ვერასდროს ვერ გაქრები ფიქრებიდან.

გადაივლის უიმედოდ ერთი წელი,
ერთ წელს წლები უშენობით თან გაჰყვება.
მე დავუცდი ამ უფერულ განვლილ წლებში,
შენს გრძნობაში ჩემი არსის აყვავებას.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1374

კატეგორია: ლექსი
***
რაც ხელებმა ვერ წაიღეს -
თვალებმა ზიდეს.
ახლა ქარია,
მაფშალია
მიარწევს
სიზმრებს.
ტეგები: მიშო დადიანი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 632

კატეგორია: ლექსები, ლექსი
მზეც, რომ დაბნელდეს და ამა ქვეყნად
ამოსვლა მისი, რომ ვერ ვიხილოთ,
თუნდ ტალღემაც კი, რომ უარი თქვან,
და უკვდავება გაჰყიდონ ვითომ..
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2378

შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2503

ავტორი: LeQs_10
ესაც შენი სიყვარული და უაზრო აზრები,
რატომ ჩნდება რატომ ქრება, სიყვარულის ალერსი.
მორჩა შენზე აზრები სულ ტყუილად ვბრაზდები,
ვიტომც არაფერი მიტქვამს, სულაც არ მენატრები.
მე ხომ ერტხელ შეგიყვარე გაზიარე აზრები,
შენტან ერტხელ შეხვედრაზე, დროს მოვაკლე წამები.
იმედია ამ სიტყვებზე დიდხანს გამიბრაზდები
და უბრალოდ ამ ლექსებით, წამით შეგიყვარდები.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1704

ავტორი: rodami
ჩ ე მ ი მ უ ზ ა
ჩემთვის კალამი შენი ხელია,
ხოლო მელანი შენი თვალები.
ჩემთვის ფურცელი შენი სახეა
და ჩემი მუზა შენი სახელი.

ჩემთვის ლექსები შენი თმებია
რა ლამაზია შენი წარბები?
ჩემი ხალისი შენი ეშხია,
ჩემი სევდა კი შენი ცრემლები.

ჩემი ოცნება შენი-ტუჩია,
ჩემი გონება შენი-სხეული.
ჩემი სიტყვები შენი-გულია
და ამიტომ ვარ ალბათ გრძნეული.

ლექსში გადმოცემულია ჩემი განცდები და ემოციები..........კერძოდ როგორ და რისი მეშვეობით ვწერ ლექსებს
ტეგები: me da shen.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1230

ავტორი: მახო
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2183

სევდიანი ლექსი

ჩემი ცხოვრება და სილამაზე
ვცადე ვერაფრით გავილამაზე
და ნებითა თუ ძალით,ძალაზე
ყველა კარი და გულიც ჩავრაზე...
გავა წლები და გზად და შარაზე
იტყვიან სევდით აბეზარაზე,
რომ ის უბედურ ბედისწერაზე
რად მოევლინა ამ ქვეყანაზე....
ტეგები: giorguna.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 804

კატეგორია: ლექსი
დამსხვრეულია ძველი ეპოქა
დრო დგება ბნელში სინათლის გავლის
აკრძალულია ხალხზე მეფობა
და ვეუბნები ჩემ თავს გეყოფა
ნუ გეშინია ქუჩაში გავლის

მაგრამ იმედი ტყუილად მქონდა
არც ეს მთავრობა აღმოჩნდა მხსნელი
შავი ფიქრები ისევ დაგროვდა
და მეც ყოველ წუთს დაჭერას ველი
ტეგები: ლექსი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 356

ავტორი: Sophie)))
კატეგორია: ლექსი
იცი, დილით რომ ვიღვიძებ,
შენი სახე მელანდება,
ღამე როცა ძილს ვაპირებ,
სახელი გონს არ მშორდება...
ისევ ვტირი, ისევ ვდარდობ,
მაგრამ დღე კი კვლავ თენდება...
ვერ ვივიწყებ მე შენს თვალებს,
ფირუზის ფერს რომ ედრება...
მინდა ვიყოთ, მუდამ ერთად,
თანაც გული აღარ კრთება,
ვეღარ მალავს თავის გრძნობებს,
ენატრება შენი ვნება...
საფლავშიკ კი გამოგყვება,
ოღონდ იყოს შენთან ერთად,
ვერ ივიწყებს ის შენ სხეულს,
ადამის ტანს რომ ედრება...
სიბნელეში შიში მიპყრობს,
მარტო ყოფნას ვერ ვეგუე,
სისხლიც უკვე მითეთრდება
თმა კი თავზე აღარ მრჩება...
იცი, დილით რომ ვიღვიძებ,
შენი სახე მელანდება,
სახელი გონს არ მშორდება,
წლებიც უფრო მემატება...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 357

ავტორი: bagrati1998
კატეგორია: ლექსი
ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.
წელს ზევით კი... ვარდისფერი ბურუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.
დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.
და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 452

მისალოცი ლექსი - დედი / misaloci leqsi -dedi


დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ, ყველა ენაზე!

დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე!

ნათია აბულაძე 2013
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1668

Leqsi Dedaze - Dedis Tve / ლექსი დედაზე- დედის თვე



მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.

ავტორი : ელენე სალარიძე 2013
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 846

"წადი სიყვარულო"
მე შენ გაჩუქე ჩემის სიმღერის აკორდები,
შენ კი მაინც მიდიხარ და მშორდები,
მე შენ გჩუქნიდი სიყვარულის ზღვას,
შენ კი მაინც დაუჯერე სხვას.
მე შენ გაქციე ჩემი სიყვარულის ღმერთად,
მე მინდოდა რომ ვყოფილიყავით ერთად,
შენ კი არ დაინდე ჩემი გული,
ეხლა დამჩა ერთი სული.
მე სულ შენზე ვფიქრობდი,
შენიდან სიყვარულს ვითხოვდი,
ეხლა ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო,
და ვფიქრობ ჩემი გული ვის ვანდო.
არაუშავს ვნახავ ახალ სიყვარულის,
და იქ მოვიპოვებ სიხარულს,
მაგრამ ჩემი გული უკვე ამას გთხოვს,
წადი სიყვარულო ჩემგან შორს!
ტეგები: დამირი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1197

ავტორი: Mari Ami
კატეგორია: ლექსი
მიყვარს მინდვრის სურნელი, მონამული ბალახი,



დილის სიო, მზის სხივების სიკაშკაშე თამამი.



მიყვარს თბილი მდინარე, მოჩუხჩუხე ანკარა,



გაშლილ ველზე ამოსული გვირილები პატარა.



ტყის სურნელი, ბილიკები, ფრინველების გალობა.



ნეტავ სადღაც ტყის სიღრმეში, სულ ეულად მაცხოვრა...



მიყვარს ღამე, ცივი მთვარე, მოციმციმე ვარსკვლავი.



თბილი სიო მოალერსე, ხის ჩრდილების თამაში.



მიყვარს სუნი, წვიმისგან, გაჟღენთილი ბალახის.



ღამით ტკბობის შემდეგ ძილი, სიმშვიდეში ჩაფლობა,



სიზმრად მესმას ბულბულების, საამური გალობა.



ნეტავ სადღაც ტყის სიღმეში სულ ეულად მაცხოვრა...
ტეგები: მიყვარს.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 343

ავტორი: მახო
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 733

კატეგორია: ლექსი
ყოველ დღე ვხედავთ სიცრუეს!
ყოველ დღე ვხედავთ ღალატს!
ყოველ დღე ვხედავთ სიბილწეს
და ამას ვუწოდებთ თამაშს?!
ვუსმენთ უცნაურ სიახლეს,
ტაშს ვუკრავთ ბრიყვების ნათქვამს.
ვხედავთ რომ მცდარი აზრი აქვთ
მაინც ვერ ვბედავთ კამათს.
სხვისი ცხოვრების დეტალებს
მკაფიოს გავხდით და ვლანძღავთ...
სარკეში ჩავიხედოთ მეგობრებო
ნელ-ნელა სატანას ვბაძავთ.
ტეგები: nelanela.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 574

იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გრძნობები სულ თან დაგყვება.

არა, არ გავნებს არაფერს,
უბრალოდ გული რითმს იცვლის...
გონება მის სახელს იხსენებს,
საღამოს ძილსაც არ გაძლევს...

მისი ღიმილი, გაოცებს,
ტირილი, გულს მთლად აჩერებს...
სახე კი სულ გელანდება,
ძილშიც კი თავს არ განებებს.

იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გული მთლად გადაირევა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2102

ავტორი: giorgi gr
თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს
თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს
ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს
თუ ყვეაფერი წამით ნათდება
მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება
უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს
მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს
თუ ყველაფერი არის სიცრუე
მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე
ტეგები: giorgi123.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2670


საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ოქტომბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი