მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


გაზაფხულის მანდილს შემოვიხვევ მკერდზე.
იასამნის ფიქრებს შემიმოსავს ქარი.
აპრილისფერ გრძნობით,მძივს ავასხამ ცრემლზე.
გულწრფელ ამბორს გიძღვნით სიყვარულით მთვრალი.
შეარხია ნამმა ოცნებების ტოტი...
სურნელებამ სითბო დამახვედრა კართან...
აირია დარი...დააყენა შფოთი...
ლოდინს აპრილური ოცნებები ახლდა.
გაზაფხულდა,ხეთა-შემეყარა გრძნობა...
გულმა იასამნებს გაუმხილა ფიქრი.
მომენატრა სულთან ყვავილების თოვა...
გადავფურცლე ისევ სიყვარულის წიგნი.

ავტორი ნინო მაჭავარიანი
09.04.13წელი.
გაზაფხულს...ლექსი სიყვარულზე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1266

მე ვერ გაჩუქებ ტელოფონს ახალს
და ვერ გიყიდი ბევრ ლამაზ კაბას

სამაგიეროდ მოგზღვნი ლექსებს
სადაც ჩავქსოვებ ჩემს კოპლიმენტებს

კიდევ გაჩუქებ ბევრ ლამაზ კოცნას
რაზეც დამიწყებ ყოველდღე თხვნას

მე სულ ყოველ წამს გეტყვი მიყვარხარ
მაშინ გამიცნობ ნახავ ვინცა ვარ

თუ ვერ გაჩუქე ყოველდღე ვარდი
არ დამიწუნო ეს ქცევა კარგი
მე შევეცდები ვიყო ნაღდი

ჩემს გულიდან ამოსულ სიტყავა რომ გაწვდის
მე ვერ გაჩუქებ მანქანას ახალს

და ვერც საჩუქრებით გაგანებივრებ
მე შემიზლია გითხრა მიყვარხარ
იმედია გაკმაყოფილებს


ნანჩოოოო !!!!!!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 944

წაიღე ოცნება,წაიღე ფიქრები,
მე შენი წარსულის ტკივილი ვიქნები,
ტყუილის სიცრუის მოიხსენ ნიღბები,
იცოდე უბრალოდ მე აღარ მჭირდები.
გაიყო ის გზები,ჩაინგრა ხიდები,
წაიღო წარსულმა,ის შენი სიტყვები,
ქრები მიდიხარ ჩემი გულიდან
აღარასოდეს არ დაბრუნდები.
ერთი იცოდე და ეს გახსოვდეს
ყოველთვის წყდება ჯაჭვი ტყუილის
არ დაგავიწყდეს რომ ჩემი სახით
არსებობს ქვეყნად ძლიერი ქალი.

ავტ:ანი აბესაძე
ტეგები: ძლიერი ქალი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 703

თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს
თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს
ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს
თუ ყვეაფერი წამით ნათდება
მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება
უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს
მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს
თუ ყველაფერი არის სიცრუე
მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე
ტეგები: leqsi.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 867

აპრილმა შემომიღო კარები.
სისათუთით მომანათა მზერა.
ამირია ავდრები და დარები...
იასამნის ამბორებმა სველმა.
შემაყვარა უცნაური ქარები...
შემირყია სული თითქოს სევდმ.
შემეფეთა მოციმციმე თვალებით
მაცდურება აპრილისფერ ხეთა.
სიყვარულით უცაბედად ავცეტდი.
აპრილური მომერია გრძნობა.
იასამნის სილაღეში დარჩენილს,
დამავიწყდა ჩემი შემოდგომა.

ავტორი ნინო მაჭავარიანი.
27.03.2013წელი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 470

ჩემი ცხოვრების ისტორია

ო როგორ მიჭირს ეხლა დავწერო დავწერო რას ვგრძნობ,
და რა რთულია გადმოვცე დარდი...გადმოვცე სიტყვით,
მტკივა წარსული მტკივა,,,ძალიან ჩემს ირგვლივ წვიმს, ცივა და ქარია.
17 წლისამ გული გავაღე გავაღე შენთვის,
მჯეროდა გიყვარდი მჯეროდა შენი,
მჯეროდა შენს სიტყვას რომ ქონდა ფასი,
მჯეროდა ოცნების შენი თვალების და წმინდა სახის.
ტეგები: ტკივილი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 840

სულის ნაწილი ხარ ჩემი, ჩემი ჰაერი ხარ სუფთა
მზის ამოსვლა ხარ ჩემი უშენოდ აღარ მინდა სუნთქვა,
დილის ნიავი ხარ გრილი ტანში რომ გამივლის თბილად,
ბინდის ნათება ხარ ჩემი მზე რომ გაანათებს სხივებს,

ზამთარს დეკემბერის თვეში თოვლი რომ დაგვტოვებს ცივად,
ჩემი ცხოვრების ხარ გოგო, ჩემი ყოველ დღიურ-დღისა
მე შენ ჩაგიხუტებ გულში, გეტყვი რაც ყოველთვის მითქვამს
ჩემი ტკივილი ხარ ხანაც, ჩემი სიყვარულის ნატვრა,
უშენოდ არ მინდა არა, სულ რომ ჩამოინგრეს ზეცა,
მინდა სულ რომ ვიყოთ ერთად, ჩვენი შვილის გახდე დედა

გითხრა აღარ მომდის აზრი თუმცა ბევრის თქმა კი მინდა
ჩემი ფიქრების ხარ ნოტი, რაც ჯერ არასოდეს მითქვამს
ღამით,ქუჩის ბოლოს მინდორს ცივად დაედება ნამი,
ყველამ რომ, დამტოვოს მარტო კვლავ გეტყვი მიყვარხარ მარი ..... )))))))
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2485

როდესაც ორ მიჯნურს ქუჩაში ხედავ
როდესაც ორ მიჯნურს ქუჩაში ხედავ
რატომ გევსება თვალები ცრემლით?
როდესაც ღამით გაჰყურებ ზეცას,
განა არ გინდა აფრენა ცაში?
როდესაც ხედავ ცაზე მთვარეა
შეხედე მასაც,რა იცი
იქნებ მარტოა ისიც.
როდესაც უფალს რაღაცას შესთხოვ
კარგად დაფიქრდი ღირსი ხარ მისი?
როცა ტაძარში ამაყად შეხვალ
თავი დახარე და ისე შედი!
თავი დახარე და ისე შედი!
სადაც სანთელები მდუმარედ იწვის.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1038

ავტორი: saba22
უკვე დაღამდა სიო უბერავს ნელი
შენგან სიყვარულს ველი
არ მიმატოვო მომეცი ხელი
სულ ერტად ვიყოთ წამი წუთი თუ წელი
უკვე თენდება დაინამება ველი
ეს ის ლექსია უშენობის ცრემლებით სველი
მე შენ მიყვარხარ და ისევ გელი
ტეგები: ana.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1788

ჩიტმა სულ სხვა მითხრა,
შენ კი სულ სხვას ამბობ,
მითხრა ჩემთან გინდა,
მეც ხომ ამასა ვგრძნობ.
გულში ჩაგიკონო
მინდა შეხვედრისას,
მხრებზე გეამბორო,
ნიშნად დაძმობისა.
ჩემი გრძნობა წმინდა
შენც რომ გადმოგედოს,
რომ გიყვარდე მინდა,
მიძმო და მომენდო.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1656

ავტორი: zoi
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ტეგები: muxambazi.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2164

აურ -დაურია ქარმა ხის ფოთლები,
ცოცხის ანაბარა მერე მიატოვა,
მიურ-მოურია მთეlი გრძნობები და
გულცივი ფიფქებით ოხვრით მიათოვა...
არის სევდიანი ისევ დედამიწა,
რაღაც ფრაზებს ისვრის, ფრაზებს ბანალურად,
ახლა მათხოვარმა გვერდით ჩამიარა,
მისმა მარტოობამ სულ მტლად გამანულა...
უფრო ცივი არის ახლა შემოდგომა,
რატომღაც შემშურდა მარტოსულ ფოთლის,
უცნობმა სიგარეტს ბოლოჯერ გაუკიდა,
დარჩა ანაბარა ცარიელ ბოთლის...
უფრო მტკივნეული არის უშენობა
შენ ხომ წახვედი და მარტო მიმატოვე,
ვიცი არასოდეს აღარ დაბრუნდები,
ვიცი საბოლოოდ შემშლის სიმარტოვე...
უფრო გადარევით იწვის ეს სანთელი,
ცხელი ლავასავით ქაღალდზე დაიღვარა,
შენმა თვალებმა კი სულ მტლად გამაგიჯეს,
ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
ქარი მარტოობით ისევ შეიშალა,
მინდა გავაღვიძო უნიჩო ნიჩი,
აი ჩადრის ძირში ნახე გაიხედე,
გიტარას აკვნესებს ვიგაცა ბიჭი...
ყველა მარტოა და ყველას გული ტკივა,
ქარი კი უფრო ამძაფრებს სევდას,
ტმები გაუწეწა ქუჩაში ამ ღამეს,
აი იქ თავს იკლავს ვიღაცა ვხედავ...
მეც რაღა დამრჩა რისთვის ვიცოცხლო,
ჩემი ბოდვების ღამეა ახლა,
წავალ ქუჩაში ქარს ვეთამაშები,
მერე მოვკვდები ვერ ვიგრძნობ დაღლას...
უცნობმა სიგარეტს კიდევ მუკიდა
ცრემლით გადახედა ცარიელ ბოთლებს,
წავალ ავურევ მთელ შემოდგომას,
შევეხიზნები მარტოსულ ფოთლებს!..
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 874

აზრი აღარ აქვს აღარც ერთ სიტყვას
აღარც იმ ღამეს და აღარც წვიმას
სანთელი დნება,სიტყვები ქრება
გრძნობები კვდება, კვდება და ქრება

ვარდები ჭკნება,სინათლე ქვრება
ადამიანი ჩნდება და კვდება
აპოკალიპსი ნელნელა დგება
ისევ ის ვნება ნელნელა ქრება
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4963

წვიმის ბრალია ყველაფერი რაც ახლა მოხდა?
ნუთუ წვეთია დამნაშავე ჩვენ შორის დავის
ღრუბლებში თეთრი ელვა რომ ქუხდა
მაშინ დამტოვე და იოლად დამასვი დაღი

თითქოს მეგონა სხვას არ გავდი შეგეძლო სუნთქვა
და ჩემს სიყვარულს ატარებდი ცოდვილი გულით
თითქოს მეგონა რომ ხელები შენ გქონდა სუფთა
თითქოს მეგონა რომ ლამაზი იყავი სულით

მაგრამ შევმცდარვარ ახლა მივხვდი შეცდომა ძველი
როგორც სულ ყველას შენც ასევე ღალატი გიყვარს
შენი სულიც შავი სისხლით ყოფილა სველი
ეს წვიმა არის და იქნება სადამდის უნდა.
GS
ტეგები: siyvaruli.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1661

ისევ ის წარსული,
ისევ ის ამბები ძველი,
ისევ ის ნაღველი,
სევდა,დაუშრობი ცრემლი.
ისევ ის ოცნება,
ნისლში არაული გზები,
ისევ იმ ზღაპარში
ისევ შენ ერთადერთს გელი.
მჯერა,რომ მოხვალ
და შენი მზერა მეტყვის
ამდენხანს გელოდი
და როგორც იქნა შეგხვდი
ისევ ის წარსული,
გადაულახავი ზღვები
ისევ იმ ზღაპარში
ისევ შენ ერთადერთს გელი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1086

ავტორი: nika suqiashvili
დავწერე ლექსი ჩაგიდე ჩანთაში,
სიზმარში ხშირად თავს გიდებ კალთაში.
და ვლაპარაკობთ ჩვენ ბევრ რამეს,
და საუბარში ვატარებთ ღამეს.

გამეღვიძება, გამახსენდება,
რომ შენ მითხარი არ მიყვარხარო,
დავიძინებ და დამესიზმრება,
როგორ დავდივარ ქუჩაში მარტო.

იცოდე შენ თუ აღარ იქნები,
არ გათენდება ჩემთვის დღე,
იცოდე მერე აღარ ამოვა,
დიდებული და კაშკაშა მზე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2372

მინდა გავაჩერო დრო , დრო
რომელსაც ,მივყავართ შორს.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4057

მე მოგკიდებ ხელს,
გადავლახავთ მთებს,
გადავცურავთ ზღვებს,
ახლოს ვნახავთ ღმერთს...
არ ჩამჭიდებ ხელს?
მე ვერ ვნახავ მთებს,
ვერ გავცურავ ზღვებს,
დავშორდები ღმერთს...
შემიზიზღებ მეე ?
შეგადარებ მზეს,
თვალუწვდენელ კლდეს,
ქუხილის დროს მეხს...
შენ მომკიდებ ხელს!
ყველაფერზე მეტს,
ერთად ვნახავთ ზღვებს,
გამინათებ გზებს...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3421

მომეცი ხელი
მე შენ ხომ გელი,
შენ მე ამკიდე გრძნობების სენი,
მე ერთი უბრალო პატარა ბიჭი ვარ
და შენთვის ხელი გამოწვდილი მაქვს
მე შენ თვალებში ვხედავ იმას რაც
ჩემთვის ნამდვილად ცუდი სენია
როდესაც თვალში გამოჩნდა სხივი
და უცნაური პატარა ქმნილი
გულზე დამედო უცებ იერად
წავედი სახლში ავიღე ფუნჯი
წამსვე დავხატე პატარა გული
მაგრამ ამ გულში დიდია ტანჯვა
დიდია სევდა , შფოთვა და ნატვრა
ამ ყველაფერში არის გოგონა,
რომელმაც გული მე დამიკონა.

გთხოვთ წაიკითხოთ სრული აღწერა . -->
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3735

მიყვარხარ რწმენით,
მიყვარხარ ვნებით,
მიყვარხარ გულით,
მთელი არსებით,
მიყვარხარ ჩემში,
მიყვარხარ შენში,
მიყვარხარ ქარში,
დარში, ავდარში,
ფიქრით გამქრალი,
გრძნობით დამთვრალი,
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 10041


საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ოქტომბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი