მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


კატეგორია: ლექსები სიყვარულზე, ლექსები, ლექსი, პოეზია
 (ხმები: 35)
Leqsebi Silamazeze / ლექსები სილამაზეზე



სილამაზეზე ლექსები თქვენი რჩეულის (გოგონას –ქალის) გულის დასაპყრობად გამოგადგებათ. ასევე რომანტიული პირებისთვის მისი წაკითხვა ძალიან ემოციებთან იქნება დაკავშირებული....

****
ამ ლაჟვარდ მთებში სიყვარულით ანთებულ თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა და ცერად მზერა,
მშვენება შენი ყველა ვაჟკაცს მოჰკიდებს ალებს,
გული მათი კი უმალ ხდება პლანეტის ხელა.

შენს ლამაზ ხმაში მე უმალვე ვპოულობ შვებას
ჩემში კი მოსჩანს შენზე ფიქრში დიდი ვარამი,
და ვერასოდეს ვერ ვიტანდი უსაქმოდ გდებას,
ჩემი სიკეთე ყველასათვის იყოს არამი.

გეტყვი ამ ლამაზ ქვეყანაზე ერთხელ მოსული,
რომ შენს მშვენებას მე დავხარბდი და ისევ მოვალ,
და ამ საწუთროს ულმობლობით ნატანჯი სული,
გაივლის ყველა ბეწვის ხიდს და შენთან მოვა.

გეტყვი ჩურჩულით, რომ შენს ჭკვიან, ცეცხლოვან თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა, შველივით მზერა,
საამო ხმას კი ვერ შევადრი _ ვიღაცა ქალებს,
მწვავს წარმოთქმული შენი სიტყვის ყოველი ბგერა.



****
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით, მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არის საშველი...
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად...
შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი,
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად, შენი ღვთიური, რძისფერი ტანი...
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი, დაამომავსე შენი ზვირთებით...
ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად ველურად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში,შენ გაზაფხული და შემოდგომა


*****

მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...



****

მზე არ უხდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით,
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას,
მოგეკარები, სინაზეს გაგიმხელ
და სხვა ქალების ყველა თავშლებით
მოგიქსოვ ხალიჩებს, სამოსად ტანის,
თუ გინდა ღრუბლები გეცვას, ვიქნები ქარი,
მივწვდები მწვერვალს, სივრცეში ულევს,
ფაქიზი ძალით შენს ირგვლივ წყნარად დავიპყრობ ზეცას
და მოგაშორებ ერთი ნელი მობერვით ღრუბლებს.
წვიმა რომ გეცვას, წვიმის ფარდის სამოსი სველი,
მე მბრძანებელი ვიქნებოდი ამ წუთისოფლის.
ჩემს ხმას მორჩილი შეწყდებოდა ბრინჯაოს ფერი,
შენი წვიმა, სამოსელი უმანკოდ ყოფნის,
შენ ჩემში ქალის გაგიჟება იოლად გძალუძს
დასაბრალებლად ეგ სიავე ჩემს ზურგზე კიდებს
მე ვეღარასდროს მოვისყიდი ამ დანაშაულს,
მაგრამ ათასჯერ, ცხრაათასჯერ ჩავიდენ კიდევ,
მე შენს წინაშე დაპყრობილი ჯარივით ქედს ვხრი
აწ და მარადის შენს უსაზღვრობას მივუგებ თაყვანს,
გზაგასასვლელთან შენს ფეხებთან კანკალით დავყრი
რაც კი ყოფილა ყველა ქალის ყველა თავშალის.
ყველა ქალაქის კარები მოიკაზმება ვერცხლად და
გაუღება ჩემს წინ შენთვის დასამონებლად კარები,
ლაშქარზე მაღლა დაიწერება შავზე თეთრად
მზე არ უხდება ზეცას, შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით
შენზე სალოცად საკუთარი ავაგე ტაძარი,
მის დიდ კედლებზე შენ ახატიხარ მაღალ ფრესკებად,
ისე რომ სახეს ღვთისმშობლისას ხარ შესადარი,
ისე რომ ანგელოზებსაც შეშურდებათ.
შენს სილამაზეს ალბათ სადმე აქვს საზღვარი,
მაგრამ არა აქ, არა ამ ქვეყნად, მე მეომარი ვარ შენი
ასჯერ მოკლული და ასჯერ დამდგარი ფეხზე,
თითქოს ჭრილობას მილოკავს დედის რძით მგლის ლეკვი,
რამდენი ისარი მტრის ნატყორცნი მიპყრია მკერდზე,
იმდენ ჯარს კიდევ გავუძლებ და შევებრძოლები.
სტიქსის სიღრმემდე ოლიმპოდან ლაშქარი ჩავა
და ჩემი ჯარის ალესდება ბრინჯაოს ხმლები,
დაიწერება შავზე თეთრად და თეთრზე შავად:
მზე არ უხდება ზეცას, შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით.


****

საიდან მოდის ეს სილამაზე?
ასე ნაზი და ამო მშვენება?!
- მოდის,სამყაროს დასაბამიდან,
და არც არასდროს გადაშენდება.
- მოდის ზეციურ სიანკარიდან,
მზის ღიმილიდან,მერცხლის ბუდიდან.
სიბრძნედ ქცეული სიჭარმაგიდან
და ფრთაფარფატა სიჭაბუკიდან.
- მოდის,ანკარა ნაკადულიდან,
ვაზის ფესვიდან,მინდვრის ნამიდან.
ნისლწაკონილი მთების სუნთქვიდან
და ვარსკვლავების სითამამიდან.
- მოდის,ლურჯთვალა განთიადიდან
იის ფოთლიდან,ვაზის ბუჩქიდან.
უთვალავ ფერთა ათინათიდან
და გაღიმებულ მთვარის შუქიდან.
- მოდის, ყვითელი ფოთოლცვენიდან,
უფაქიზესი თოვლის ფიფქიდან,
მიწის მადლიდან,უფლის ცრემლიდან
და სიცოცხლეზე უკვდავ ფიქრიდან!..
…ზეცისმიერი მარადისობა,
არავინ უწყის,გაქრება როდის.
ეს სილამაზე,რომელიც კაცთა
უსპეტაკესი სულიდან მოდის!



****

მაინც გიხსენებ, როგორც ანგელოზს,
მაინც გიხსენებ, როგორც ღვთაებას,
მაინც მინდა, რომ ჩემთან იყო და
მე მაინც მინდა, შენი ხატება.
მაინც დაგიწერ, მე ამ ლექსს ლამაზს,
მაინც მოგიძღვნი ვარდების დასტას,
მაინც შევხედავ, შენს თვალებს ზღვის ფერს,
მაინც გავყვები ცხოვრების რითმებს.

მაინც გეტყვი, რომ ძალზედ კარგი ხარ
მაინც გეტყვი, რომ ძალზედ ნაზი ხარ
მაინც გეტყვი, რომ შენს სილამაზეს
მე ვეტრფი, როგორც ცის სილაჟვარდეს…





Leqsebi Silamazeze / ლექსები სილამაზეზე




გადმოიწერე : Leqsebi Silamazeze / ლექსები სილამაზეზე


ტეგები: ლექსები, სილამაზეზე, სილამაზე, ლამაზი, leqsebi, silamazeze, lamazi, silamaze

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 27215 | დამატებულია: 8-01-2012, 17:27
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ივლისი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)
იანვარი 2014 (30)
დეკემბერი 2013 (45)