მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1996

ავტორი: ani.mari.best friend
–სიყვარულიო ? – ეკითხებოდა ლამაზი ქალი,

სიყვარულიო, გრძნობა არის ძალზე თამამი,

სიყვარულია ორთა შორის მბჟუტავი ალი,

სიყვარულია უდაბნოში გზამკვლევი კვალი.



სიყვარული, ხომ ღმერთმა შექმნა საამოდ მათთა,

სიყვარულია მწვავი პრწკალი ვითარცა თვალთა,

სიყვარულია გამოძახილი იდუმალ ხმათა,

სიყვარულია გრძნობა მძაფრი სხვათა და სხვათა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2558

ავტორი: LeQs_10
ესაც შენი სიყვარული და უაზრო აზრები,
რატომ ჩნდება რატომ ქრება, სიყვარულის ალერსი.
მორჩა შენზე აზრები სულ ტყუილად ვბრაზდები,
ვიტომც არაფერი მიტქვამს, სულაც არ მენატრები.
მე ხომ ერტხელ შეგიყვარე გაზიარე აზრები,
შენტან ერტხელ შეხვედრაზე, დროს მოვაკლე წამები.
იმედია ამ სიტყვებზე დიდხანს გამიბრაზდები
და უბრალოდ ამ ლექსებით, წამით შეგიყვარდები.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1341

ავტორი: kritika
უშენობის ბოროტი გრძნობა
თავს არ მანებებს მიხდება ბრძოლა
ყოველი დღე უშენობით იწყება
ყოველ საღამოს უშენოდ ბინდდება
მომწყინდა უშენოდ სიარული
ამ გრძნობას თანააქვს უსაზღვრო სიბრალული
სიბრალული ჩვენზე სიბრალული შენზე
ალბათ ფიქრობდი შენ უფრო მეტზე
მაგრამ არ ვაპირებ თავის დანებებას
ჩემი გრძნობების უბრალოდ განელებას
მოდი გავიხსენოთ რომელიმე მეფე
ის ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე
არმინდა დავივიწყო ის დრო
როცა ვხვდები რომ წარსული მიხმობს
გადის დრო ნელდება გრძნობა
ჩემიდან ამოსული შენდამი ნდობა
შენზე ფიქრები თავ გზას მირევს
სხვასთან ყოფნით უკვე გულს მირევ
ვხვდები რომ არ ხარ ღირსი
ჩემი სიყვარულის ან თუნდაც სხვისი
რა ვქნა არ ყოფილა სიყვარული ნამდვილი
ან უბრალოდ გზა ავირჩიე მარტივი
სიყვარულს თურმე არააქვს ზომა
ან უბრალოდ მეფემ დატოვა ბრძოლა
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1292

"უსიყვარულოდ"

უსიყვარულოდ არ გათენდება დღე
უსიყვარულოდ არ ამოვა მზე
უსიყვარულოდ არ იქნებე ცა ნათელი
უსიყვარულოდ არ აენთება სანთელი

უსიყვარულოდ არ იფრენს თოლია
უსიყვარულოდ ცხოვრება ნოლია
უსიყვარულოდ დრო უაზროდ გაიქცევა
უსიყვარულოდ მცნებები დაიქცევა


უსიყვარულოდ არ იქნება განთიადი
უსიყვარულოდ არ იქნები დიადი
უსიყვარულოდ დაჭკვნება ვარდი
უსიყვარულოდ დაგაჩოქებს დარდი

უსიყვარულოდ ჩემი სამშობლო დარჩა
რადგან ისიც დროში ჩარჩა
ტეგები: damiri.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1940

ავტორი: mindia89
ქუჩაში გნახე, როცა პირველად

გულმა დამიწყო თრთოლვა.

მინდოდა მეთქვა რა ლამაზი ხარ

მანაც სწორედ ეს მთხოვა.

მე შეგადარე შემოდგომის დღეს

ჭადრების ფოთოლცვენას,

აბობოქრებულ ზღვას შეგადარე

მზის ჩასვლას, სხივთა ფენას

წვიმას, წვიმას ცივს, წვიმას ქარიანს

ღრუბელთა ბრძოლას, ელვას

შენ რომ გიყურებ ისეთი გრძნობა მაქვს

თითქოს გული აღარ ფეთქავს.
ტეგები: კამპალა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1666

"წადი სიყვარულო"
მე შენ გაჩუქე ჩემის სიმღერის აკორდები,
შენ კი მაინც მიდიხარ და მშორდები,
მე შენ გჩუქნიდი სიყვარულის ზღვას,
შენ კი მაინც დაუჯერე სხვას.
მე შენ გაქციე ჩემი სიყვარულის ღმერთად,
მე მინდოდა რომ ვყოფილიყავით ერთად,
შენ კი არ დაინდე ჩემი გული,
ეხლა დამჩა ერთი სული.
მე სულ შენზე ვფიქრობდი,
შენიდან სიყვარულს ვითხოვდი,
ეხლა ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო,
და ვფიქრობ ჩემი გული ვის ვანდო.
არაუშავს ვნახავ ახალ სიყვარულის,
და იქ მოვიპოვებ სიხარულს,
მაგრამ ჩემი გული უკვე ამას გთხოვს,
წადი სიყვარულო ჩემგან შორს!
ტეგები: დამირი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1107

სურნელი ვიგრძენი სურნელი გაზაფხულის
ნაზი და საამო მინდვრების დანამულის
აღარ ვსუნთქავ ჩიტებს ვუსმენ განაბული
იქნებ მითხრან სადაა ჩემი გული დაკარგული

ისინი ჭიკჭიკებენ უსტვენენ მხიარულად
არაფერი ესმით მე კი მინდა ვუთხრა
მინდა დავაბარო შენთან ჩემი სათხოვარი
შენ ხომ ჩემი ფერია ხარ ჩემი სალოცავი

ჩიტები ვერ მეუბნებიან რაც მინდა გავიგო
იქნებ შენ იცოდე ჩემი გული ვინ წაიღო
ვიცი მეტყვი შენი გულის ამბავი არ ვიცი
მაგრამ იქნებ შენთან არის კარგად ნახე რა იცი

ბოლოს რომ ვნახე ძალიან ენატრებოდი
შენზე ფიქრობდა ყველგან ელანდებოდი
წუხდა რომ ვერ იპოვა შენში ადგილი
ვერ გაგრძნობინა სიყვარული ნამდვილი

ის სიყვარული რომლთაც ცოცხლობს თვითონ
ეს ტანჯვაც კი ბედნიერებაა მას რომ ჰკითხო
იძახის მერე რაა თუ ვგრძნობ ტკივილს
მე მიყვარს და არავისთან ვაპირებ ჩივილს

დავითვლი დღეებს სულ ვიქნები მწუხარე
ჩემთვის ვიდგები სხვისთვის ვიქნები მდუმარე
არავის არ გავუმხელ რომ ვტირი ხშირად
რომ ოცნებებს ვკრავ ერთ დიდ მძივად

იქ მძივები არის მხოლოდ ფერადი
მხოლოდ იქ გიყვარვარ შენც ჩემსავით
მე განსაკუთრებით მიყვარს ერთი მძივი
მიყვარს რადგან დავარქვი ჩვენი შვილი

ცხოვრების აზრი ჩვენი პატარა ბაია
რეალობაში კი ეს მძივი ორივეს გვაკლია
მე არ ვწუხვარ ჯერ კიდევ შენ ხარ ჩემი პატარა
იცი გულმა მის სამალავში მხოლოდ შენ დაგმალა
ტეგები: აკაკი.ა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 637

იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გრძნობები სულ თან დაგყვება.

არა, არ გავნებს არაფერს,
უბრალოდ გული რითმს იცვლის...
გონება მის სახელს იხსენებს,
საღამოს ძილსაც არ გაძლევს...

მისი ღიმილი, გაოცებს,
ტირილი, გულს მთლად აჩერებს...
სახე კი სულ გელანდება,
ძილშიც კი თავს არ განებებს.

იცი, სიყვარული რა არის?
უკიდეგანო გრძნობაა...
ერთხელაც რომ შეიყვარო,
გული მთლად გადაირევა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1852

ავტორი: giorgi gr
თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს
თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს
ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს
თუ ყვეაფერი წამით ნათდება
მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება
უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს
მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს
თუ ყველაფერი არის სიცრუე
მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე
ტეგები: giorgi123.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2437

მე შენ გაჩუქებ მთელს ფოთოლცვენას,
გამიგონია არ კლავსო ნატვრა
დღეს ოლიმპოდან გააგდეს ზევსი,
გულჯავრიანი ნიმფებთან დათვრა...
მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
და მარტოობას ცლიდი კათხებად,
თუკი გინახავს ირმების გუნდი
როგორ შეკრთება, როგორ დაფრთხება,
ისე დამფრთხალი გქონდა თვალები,
როცა სამყაროს უვლიდი გუშინ
მე კი ღმერთების მოტყუებისთვის
ვიხრაკებოდი ზეთში და კუპრში,
წამი შეჩერდა ძალიან დიდხანს,
ქვიშის საათი დაჰკარგა ღამემ...
ზევსი უღირსი და გულმრისხანე
ცლიდა და ცლიდა სამსალის ჯამებს..!
მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
გრიგალში შლიდი კულულებს თმისას,
აღარსად აღარ ყვაოდა ნუში,
უკაცური გზა ითხოვდა მისას..
ამ გზას გაუყვა ოცნება ჩემი
გამოფიტული ქრობით და ღვენთით,
მე შენ გაჩუქებ მთელს ფოთოლცვენას
ალბათ არ მჯიწყენს ოლიმპოს ღმერთი...!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 580

"სიყვარულის ხე"
მინდა დავთესო შენს გულში სიყვარულის ხე,
შენს გულში ისე მინდა ვანათებდე როგორც მზე,
მინდა შენიდან მხოლოდ სიყვარული,
მინდა რომ ვიყო შენი სიხარული.

მე შენ მიყვარხარ! და შენი სურვილი მკლავს ,
მე შენი მზერა არ მანებებს თავს
შენს გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერს ჰგავს,
და ამ სიყვარულს გამოატან ნავს.

შენს გარეშე არ შეიცვლება ჩემში არა ფერი,
არ გამითეთრდება თმის არცერთი ღერი,
მე გაჩუქებ სიყვარულის ზღვას,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

მე სულ შენთან ვიქნები,
და არ გვინდა სხვა სიტყვები,
ვიცი რომ შენ გული სიყვარულს გთხოვს,
და ამ სიყვარულს წავიღებთ შორს.
ტეგები: damiri.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1146

ავტორი: kesane
ქარის ზუზუნით შემკრთალი ღამე
და უშენობის მაუწყებელი
მილულავს თვალებს...
გადავიწყების მორევში მძირავს,
სხეულს მიმძიმებს,სული კივილით
აღვიძებს ირგვლივ მიმოფანტულ
უკუნით წყვდიადს...
ეს ბნელი ღამე წყლულებს მიხსნის
მაფორიაქებს,
ქარი კი იბრძვის და აშრიალებს
ბოლო იმედებს,
წამოიტირა წვიმის წვეთებად,
ტირის ეს ღამეც გადაირია,
ბნელ სილუეტებს მიხატავს ცხვირწინ
სიბნელემ სულშიც შემოახწია
და ორღობეში ჭრიალი ისმის
გაბზარულ გულს რომ
ჭრაქი უნთია
მე რომ ტკივილით მიყვარდა იცის
მთავრდება ტრფობის
ეს ისტორიაც,
დამძიმებული გავდივარ გარეთ
ღამე სიბნელით გადამერია.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 487

ავტორი: nika suqiashvili
შენ დაგინახავ დავფრინავ ცაში,
მუდამ შენსკენ მაქვს გეზი თვალების,
გიჟივით დავრბივარ მე ძლიერ ქარში,
იცოდე არ მჯერა მე სხვა ქალების.
დაგიჭერ ხელში, მოგეფერები,
თმას გადაგიწევ ყურზე ლამაზად,
კაბა გაცვია ნახავერდები,
ეჰ, ნახატი ხარ როგორც კალამად.
გიყურებ, ვტკბები მზერით შენითა,
შენ გქონდა თმები ლამაზად ხვეული,
მოგესალმები ხელის ქნევითა,
მზერას მოგიძღვნი სალამად სნეული.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1583

მე შენს ცხოვრებას ჩემსას ვამსგავსებ
ამიტომ მიყვარხარ ამიტომ გაფასებ
მიყვარს ის სითბო რაც მოდის ჩემამდე
ერთი ნაბიჯი მაშორებს შენამდე
შენი გულისთვის მსოფიოლს მოვივლი
ჩემთან რომ იყო ბავშვივით მოგივლი
ერთი თხოვნა მაქვს მეტს არაფერს გთხოვ
გიყვარდე მუდამ მე ამას ვითხოვ
ტეგები: გიყვარდე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3453

ავტორი: NuTsi
დღე არ გასულა
არ მომნატრებოდი,
მე უშენობით ვიტანჯებოდი.
მინდოდა მოსვლა,
მოგფერებოდი.
მაგრამ მე მოსვლას,
ვეღარ ვბედავდი.
.......................
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 5384

სიყვარული რა გრძნობაა არ იცი
სიყვარულს ხომ ყველა ბავშვი განიცდის
ბავშვის გული არ არის რწფელი ყოველთვის
რადგან მას არააქვს ნუგეში მშობელის.
მშობელია ჩვენი გულის რვეული
კალამი კი ჩვენი გულის მპყრობელი.
ბავშვს არააქვს რწფელი გული ყოველთვის
რადგან მას არააქვს ნუგეში მშობელის.
ყველა ბავშვს აქვს უფლება რომ უყვარდეს
და არ იყოს გულის მპყრობლის გარეშე.
ყველა ბავშვს აქვს ცალკე ჩუმი რვეული
სადაც არის მისი გულის წერილი
ის არ იტყვის რა წერია შიგნიტ,
მაგრამ იცის რა უნდა ქნას მისთვის.
სიყვარული რა გრძნობაა არ იცი,
მაგრამ მას ხომ ყველა ჩვენგანი განიცდის.
ტეგები: mari.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1112

ავტორი: ucnauri13
თუ გაზაფხული მოიტანს დარდებს
მე შენ გაჩუქებ ვარდისფერ ვარდებს
თუ დედამიწა ჩააქრობს ტკივილს
ქარიც მორჩება ხმამაღალ კივილს
თუ ყვეაფერი წამით ნათდება
მაშინ ცხოვრება კვლავ განათდება
უღრუბლო ცაზე თუ მაინც ელავს
მაშინ ეს გოგო უთუოდ ღელავს
თუ ყველაფერი არის სიცრუე
მაშ ეს სიტყვები შენთვის ვიცრუე
ტეგები: ucnauri13.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1308

გიყურებ, თვალს ვერ გაცილებ,
ნეტავ შენს ცეცხლსი ვიწვოდე,
ირგვლივ სუყველას ვაცინებ,
(შენს გასაგონად იცოდე)
ბოლოს შენამდეც მოვაღწევ,
და გვერდით ამოგიდგები,
”მე არაფერში მოღვაწე”
-ამგვარად წარმოგიდგები,
შენ ღიმილს ვეღარ მალავ და
მეც ამას ჩემად ვითვისებ.
სულ ცოტა ხანიც გავა და
უკვე ჩემს მხარზე კისკისებ,
სიცილში გიჟად შემრაცხავ,
ჩვენ ვართ და თითქოს ყველა დუმს,
გეტყვი რომ მხოლოდ შენთან ვარ,
ამგვარი თორემ სხვებთან უპს!!!
და რადგან უკვე გავრითმე,
ახლა კარგად და ნახვამდის,
არ დაიჯერო გაფიცებ,
ის რაც გითხარი აქამდის
ტეგები: mpu.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 820

ახლა შენი ტანი უფრო მეცოდება,
ალაგს დაგლეჯილი ”ზმანი” უსაყელოდ,
ამას სინანული ეწოდება,
ანდა გადაკარგვა უსახელოდ,
შეხე თოვლიანი ტიტებია,
წუხელ მეზობელს რომ ”მოვუტეხე”
ცივა, გაყინული თითებია,
რასაც ვეღარაფერს მოუხერხებ,
რისიც არ არსებობს შანსი სადმე შოვნის.
მხოლოდ ნანგრევები ძველი, ბზარიანი
ტყუილად გადაჭდობილ ხელებს შორის,
სტვენით დათარეშობს ქარი აზრიანი,
ახლა სიცოცხლეა ფასი ჩალა ბეწვის,
რადგან სიმშვიდეა ჩემი ნატვრისთვალი,
ახლა შენს სხეულზე ტყვიასავით მეწვის,
ვიღაც ნაბიჭვრისგან კვალი ნათითარი,
მაინც შენი ტანი მეცოდება,
მასში დამწყვდეული სურვილები,
ამას არაფერი ეწოდება,
ტერიტორიული დუმლები .....
ტეგები: miyvaRxaR.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 644


საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    სექტემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი