მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI .NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » ლექსები » Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე

კატეგორია: ლექსები, ლექსი, ლექსები 8 მარტზე, ლექსები 3 მარტზე და დედაზე, პოეზია
 (ხმები: 159)
Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე


მშვენიერი ლექსები წლის უმშვენიერესი დროისთვის გაზაფხულისთვის. გაზაფხული დაბადების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა ბუნებაში...



ლექსი აღარ იწერება,

გრძნობა კიდე, ილექება.

წამი წამად აღარ ვარგა,

მთლად წაიღო გული ქალმა.

მეგონა რომ გავუძლებდი,

ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ვაუღლებდი.

ახლა კიდე კვლავაც მინდა,

მაგრამ, წლები შორს გაფრინდა.

თან წაიღო ის დღეები,

რომ ვიყავით მეფეები,

უსასრულოდ ვიჯერებდი,

და გრძნობასაც ვიფერებდი.

ახლა კიდე, გული ითხოვს,

ოდნავ ცრემლს და ოდნავ სითბოს,

გაზაფხულის ნაზ საღამოს,

სიყვარულის მწველ მალამოს…

ტანწერწეტა ია-ვარდი,

გაზაფხულზე შემიყვარდი…





************



ლექსები გაზაფხულზე

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

ლანა ჭანტურიძე



************



მარტი გავიდა, გათბა დღე,

დარები დგება მზიანი,

მიწა გაფუვდა, ბუჩქებში

ამოჩენილან იანი.

მოფრინდა გვრიტი, შოშია,

ოფოფი სავარცხლიანი;

მწვანედ ბიბინებს მინდორი,

ოლე და ველი ცვრიანი.

ჭუკჭუკებს დილა-საღამოს

ახლად მოსული მწყერია,

თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში

ჭიაღუების მტერია.

დილაადრიან მერცხალმაც

გამოაღვიძეს სიფელი:

__გაზაფხულდაო,__ დაგვძახის

პირველი მახარობელი.

შინ მოჩვეული კურდღლებიც

გამოფენილან ველადა,

დარბიან ცვარით დანამულ

ბალახის გასათელადა.

ზოგი ხტის, ზოგი ყურსაცქვეტს,

ზოგი ძირს განაბულია.

იქვე მჯდომარე პატარას

სიამიტ უცემს გულია.

მინდვრად გავიდეთ, ბიჭებო,

დროა, დავიფრთხოთ ძილია,

სუნს მოგვფრენს, ყნოსვას

დაგვიტკბობს

ია მკერდგადაშლილია!

დროა, ჩვენც მამაპაპურად

ხელი მოვკიდოთ შრომასა,_

მინდვრად სჯობია მხნეობა

სახლში უსაქმოდ ჯდომასა!



1890 წ.
შიო მღვიმელი



****************
გაზაფხული

გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.

მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები –
მალე გამოიამინდებს!


ვასილ გულეური




გადმოიწერე : Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე


ტეგები: გაზაფხული, საგაზაფხულო, ლექსები, sagazafxulo, gazafxuli, leqsebi, gazafxulze, გაზაფხულზე

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 29472 | დამატებულია: 8-03-2012, 15:23
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ნოემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ნოემბერი 2014 (1)
სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)