მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI .NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » ლექსები » Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები

კატეგორია: ლექსები, ლექსი, პოეზია
 (ხმები: 176)
Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები


დაბადების დღის მილოცვა გადაწყვიტეთ და არ იცით ზუსტად რომელი ლექსი მოეწონება იუბილარს? მაშინ წაიკითხეთ ეს ლექსები და მიუძღვენით მას. აუცილებლად გაახარებთ...


”დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
სადა, უბრალო სიტყვებით ნათქვამს
ალბათ მიხვდები, ყველაზე კარგად...

მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
მაისის ფერთაგამებისთანას...

ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვიმების მსგავსად.

ნათელს, უღრუბლოს, თბილს და მხიარულს
აყვავებული ვაშლების მაგვარს...

დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
ვბედავ ვიფიქრო და იმედი მაქვს,
ჩემგან სახსოვრად დაგრჩება მარად...”


*****

" სულზე უტკბესებს, ერთგულ მეგობრებს,
გულის სიტყვათა გამგებთ,
მადლობას ვუხდი ჩემთან ყოფნისთვის
ჩემი ცხოვრების გზაზე...

მადლობას ვუხდი გაძლებისათვის,
მოთმინებისთვის ჩემი,
უსაყვარლესი მეგობრებისგან
შენდობას რიდით ველი...

ვიცი, ვარ ერთი უგულო ვინმე,
ვიცი, ვწუხვარ და ვნანობ...
მაგრამ მეგობრებს “სულის ნაწილებს”,
ჩემს გულის ფიქრებს ვანდობ...

ვწუხვარ, რომ არ ვარ, ისეთი კარგი,
როგორიც თქვენ ხართ ჩემთვის,
სწორედ ამიტომ მინდა სულ ყველას
მადლობა გითხრათ ლექსით!!! "


*****

მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.



****

რომ დაიბადე იმ ღამით დათბა,
ცაზე ახალი ვარსკვლავი გაჩნდა,
შვლის ნუკრი ნახეს შენს სახლის კართან,
შეხვედრა სურდა უმანკო ვარდთან.


****


შენ დაიბადე ივლისის თერთმეტს,
სიფიცხე დაგყვა თაკარა დილის,
თვალები ჩვილი ბავშვის გაქვს დღესაც,
თითქოს აპირებ პირველად ტირილს
შენ დაიბადე ივლისის თერთმეტს...
შენ დაიბადე, რომ მე გეტანჯე,
რით ვერ დაღვინდი,რით ვერ დაკაცდი,
ბავშვობა რით ვერ გადაიმაჭრე?
შენ ჩემი სულის ტკივილი გქვია,
მაინც ვერ ვბედავ შენს ჭვრეტას ზედმეტს,
ვით გასროლილი ლულიდან ტყვია -
შენ დაიბადე ივლისის თერთმეტს...

*****


დაბადების დღეზე შენთან ვიცი წარბს არ შეკრავდი,
მაგრამ მაინც ხელგაცლილი ვერ გავბედე მოსვლა ,
თამარ მეფის ღიმილისთვის მოვიარე გელათი,
მაგრამ იგი თან წაეღო თურმე დავით სოსლანს,
გაცრეცილი მომეჩვენა ხოხბის ყელის მარაო,
ფერგაცლილი გალიაში დამწყვდეული გნოლი,
მართლაც რომ შეშურდებოდა ხალიფას და ფარაონს ,
ვერ გაკადრე უშბის ძირას მოტეხილი ბროლი.
მთა და ბარი შევაჯერე - გული ვერ მოვიფონე ,
ზღვასაც ვეცი, მოვინდომე ოქროს ქვიშის გაცრაც,
ბოლოს შენი შესაფერი როცა ვერ ვიპოვე,
სიყვარული მოგიტანე სამკაულის ნაცვლად.





****
(ესეც პესიმისტი იუბილარის ორიგინალური ლექსი)

არც ლამაზი დღეა და არც მზიანი დარია,
ხის ტოტზე ზის გამხდარი,გაპუტული ბეღურა,
აბა მკითხეთ,მე სულელს,რაღატო მიხარია,
ცხრამეტი წლის წინათაც ცას ღრუბელი ეხურა.
წლები,დამეთანხმებით,აწყვეტილად მირბიან,
გინდაც ბებერი იყო და გინდ თინეიჯერი,
ვინ მიგიშვებთ იღბალთან,მუდამ გრძელი რიგია.
ამ ძღინკიან ცხოვრებით გულს მაინც ვერ იჯერებ.
მოლოცვის დროს,გეთაყვათ,ხელზე ნუღა მემთხვევით,
მისთანები ყოველდღე,ისედაც არ მაკლია,
ისევ თქვენვე შეგაჭმევთ,თუ მაჩუქებთ „შემთხვევით“
გაზგაპარულ შამპანურს და შოკოლადს,მატლიანს.
აქვე,ვირტუალურად,გიმასპინძლებთ,კარგებო,
სახლში ვერ შემოგვიშვებთ,მენანება ჭურჭელი,
ზედ დამაფშვნით,ღვინოში როცა ჩაიკარგებით,
ჭამეთ ახლა ეს ლექსი,დაიხეთქეთ კუჭები.
მე ისედაც არ მიყვარს ძიგძიგი და ამბავი,
არც ის-საჩუქარიო, მე ვარ შენთვის,ძვირფასო.
ამ სიტყვებით,იცოდეთ,ვერასოდეს მაბამენ,
ნუ შემიქმნით გარემოს,თავი რომ დავიფასო.
მე-სექტემბრის მპყრობელი,შემოდგომის მიგნება.
(დაიჯერეთ?მოგიკვდეთ ჩემი თავი,გაბოლებთ)
მომავალ წელს ცივ წყალზე დაგპატიჟოთ იქნება,
თუ მიყიდით ყოველდღე მწვანე ვაშლის ბაბოლებს.


Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები




გადმოიწერე : Dabadebis Dgis Misaloci Leqsebi / დაბადების დღის მისალოცი ლექსები


ტეგები: დაბადების, დღის, მილოცვა, მისალოცი, ლექსი, ლექსები, dabadebis, dgis, milocva, misaloci, leqsi, leqsebi, leqtis

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 131779 | დამატებულია: 11-02-2012, 23:52
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    აგვისტო 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)