მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


კატეგორია: ჩანახატები
ამონარიდი უცნობი ქალის მემუარებიდან "ხელახალი დაბადება"

ადამიანები ერთმანეთს იყენებენ კარგი გაგებით,ივსებენ სულის იმ ნაწილს რომელიც ცარიელია,ცდილობენ მოიპოვონ ის განცდა რომელიც არასდროს ქონიათ ან დაიბრუნონ ის ,რაზეც ოდესღაც უარი თქვეს ,შეიძლება უმიზეზოდაც კი,ამ განცდას ისინი სიყვარულს არქმებენ და ბედნიერების უსაზღვრო ძიებაში კარგავენ დროს,ალბათ გვიან აცნობიერებენ რომ სყვარულია თვით ბედნიერება და არა მდგომარეობა რომელიც ამ სიყვარულით მიიღე თუ ვერ მიიღე,ადრენალინის დიდი დოზა სიყვარულის მგომარეობაშია და არა მიღებული ბედნიერებისა თუ უბედურების შედეგში,არც ვნებებში,როგორც კი სრულდება ეს მდგომარეობა იქვე ადამიანები იწყებენ მსგავსი განცდის ხელახალ ძიებას,გრძნობენ რომ ამის გარეშე უჭირთ ცხოვრება ,იწყება დეპრესია,უხასიათობა და სიცარიელის აუტანელი შეგრძნება,,ყველაზე საინტერესო მაინ ძიების პროცესია,გეჩვენება რომ იპოვე,ხვდები რომ ეს ის არაა რაც გინდოდა და ასე შემდეგ...კულმინაციამდე,
ადამიანი სიყვარულისადმი უზომოდ მიდრეკილია და ზომიერების განცდა ეკარგება,ეცოტავება ის რაც აქვს ან ჰქონდა და კარგავს ყველაზე ღირებულს,ღვთისგან ბოძებულს---სიყვარულის მდგომარეობას .
და ხელახლა ბრუნდება იქ ,სადაც ყველაზე დიდი დოზით ეგულება
სითბო და სიყვარული,რომელიც მხოლოდ მისი დაკარგვის შედეგად შეიგრძნო....სინანულთან გაყრას ლამობს და აქ იწყება მისი "ხელახალი დაბადება"კმაყოფილი და ბედნიერია იმით ,რომ აღმოაჩინა მშვენიერება იქ სადაც მისი პოვნა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა..
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 473

კატეგორია: ჩანახატები
ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას,მის შინაგან სამყაროში არსებული,სიკეთის ბრძოლას ბოროტებასთან ისიც აძნელებს რომ,ადამიანში ბევრი რამ არის მისთვის ამოუცნობი.ამიტომ,ხშირად ადამიანს,ბოროტება ეუფლება მთლიანად და,მისი მსხვერპლი ხდება.
ბოროტება,შეიძლება ძალიან კეთილ სულსაც დაეუფლოს და,ისეთი რამ ჩაადენინოს,რაც მისთვის წარმოუდგენელიც იყო.
ხშირ შემთხვევაში,სასტიკ დამნაშავეებს(არა მარტო სასტიკს)აპატიმრებენ და,გამოსასწორებელ კოლონიაში(ციხეში)მიჰყავთ.პატიმრის ხვედრი კი ჩემი აზრით,ძალიან მძიმე უნდა იყოს,ჩვენ,ჩვენებთან ვცხოვრობთ,თბილ სახლში,სადაც,ყველა თვალებში შემოგვციცინებს,მეგობრებიც გვყავს,რომლებიც,მუდამ ჩვენს ტგვერდით არიან,არავინ გვამცირებს ისე,როგორც პატიმრებს.რა აქვთ მათ?!ოთხი ცივი კედელი,გაყინული ოთახი....
ტეგები: menatrebi.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 343

შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა - ადამიანო!
ტეგები: umagresi leqsiii.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 942

კატეგორია: ჩანახატები
“ფიქრები ფიქრებზე„

ხანდახან გიგვრძნიათ უსაზღვრო სიცივე, რომელიც ეუფლება არა თქვენს სხეულს, არამედ გყინავთ სიღრმისეულად, თითქოს და ეს სიცივე ეუფლებოდეს თქვენს სულს. სწორედ ასეთი სიცივე მყინავს, თურმე სულსაც აწუხებს მარტოობა. ვიდრე წერას გავაგრძელებდე მინდა ვთქვა, რომ ეს არის “ფიქრები ფიქრებზე„ რაც ყოველდღიურობას ეხება და ამ წამის ბილიკებს მალულად, ჩუმად მოჰყვება...
ტეგები: ....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 700

ის დრო მენატრება როცა ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო,როცა პირველად მომკიდე ხელი და ცივად გამოვწიე,როცა პირველად ჩამეხუტე ირგვლივ ყველაფერი გაქრა,პირველი კოცნა იმდენად მოულოდნელი იყო,რომ დაბნეულობისგან ლანძღვა დაგიწყე ოღონდ როცა მივხვდი რაც მოხდა და უკვე ყველაფერი გვიანი იყო რადგან შენ წასული იყავი. ნელ-ნელა წინ მივიწევდით,ყველაფერ ახალს ვეწინააგმდეგბოდი,მაგრამ მალევე ვნებდებოდი, დღესაც ერთად ვართ გვიჭირს, შენ თბილისში ხარ მე ქუთაისში მაგრამ ის დღეები უბედნიერესია როცა შენ ჩამოდიხარ ვჩხუბობთ ,ვრიგდებით დილიდან შენ და შენი და ჩემთან ხართ ნამცხვრებს გიცხობთ, ვეჯიბრებიტ ერთმანეთს რომლის უფრო გემრიელი იქნება და რათქქმაუნდა ჩემი,მერე ვიღაც მოვა და შენ დამალვა გეწევს ლოგინის ქვეშ,მე და შენი და კი ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ბაასს ვითომც არაფერი,ხვალ უკვე მიემგზავრები და ყვველაფერი უაზრო ხდება აქ მხოლოდ შენ ხარ,რაც შენს გვერდით ვარ ძალიან შევიცვალე ისეთი გავხდი როგორიც შენ გინდოდა და გაწყობდა,არ ვამბობ რომ ეს ცვლილება კარგია,მაგრამ მთავარია ასე უფრო ბედნიერი ვარ.მინდა ორმ ყველაფერი,კარგიც და ცუდიც ერთად გავაკეთოთ,მეც მქონდეს სიცხე როცა შენ ავად ხარ,მეც ვნერვიულობდე როცა შენ წააგებ,მოგებულს ერთად ვხარჯავდეთ,მიყვარხარ დამიხარია,რომ ეს შენ ხარ და არა სხვა,შენს გვერდით ყოველთვის კარგად ვიქნები იმიტომ რომ შენ ხარ ის,ვიზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს...
ტეგები: sikvaruli.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 744

კატეგორია: ჩანახატები
საკუთარი თავის შეცნობა ძალიან რთულია ,მაგრამ ამაზე რთულია იცხოვრო იქ,სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ყველას თავისი როლი აქვს და განსხვავებული ნიღბით აქვს სახე მოცული.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1655

ავტორი: lenka
კატეგორია: ჩანახატები
საოცარი სურნელი იდგა გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს,ქარი ოდნავ,სასიამოვნოდ უბერავდა.ჩემი სახლის წინ, რომ ნაძვი დგას უფრო მწვანე და ლამაზი იყო მზის შუქზე, ვიდრე აქამდე.ისეთი დგე იყო სიცოცხლეს რომ განგაცდევინებს...ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი როგორ მოძრაობდა ხალხი,მანქანები... ფერები ერთმანეთში ირეოდა,საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი...
სახლში მარტო ვიყავი,ბევრი ვიფიქრე,ყველა ადამიანურმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში."თეთრი ბაირაღები"ახალი წაკითხული მქონდა,საოცარი თხზულებაა...ცხოვრებაში პირველად შემეცოდა პატიმარი.
უცებ ძალიან მომენატრე,ისე ძალიან,რომ მთელს სხეულზე ჟრუანტელმა დამიარა.გულში რაღაც ვიგრძენი,თითქოს გამკრა,თითქოს სევდა და სიხარული ერთმანეთში აირია...იმდენი დღე გასულიყო რაც არ მენახე...ერთხელაც ვიცი მკითხავ _ჩემზე თუ გიფიქრია ოდესმეო? მე უარს გეტყვი.არადა ყოველდღე მენატრებოდი,იმ მშვენიერ დღესაც უსასრულოდ მენატრებოდი,მენატრებოდი გულით,ჩემო გონებით ურყოფილო სიყვარულო...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1293

კატეგორია: ჩანახატები
დადგა აპრილი. უფრო სწორედ უბრალოდ აპრილი კი არა, მოვიდა არაჩვეულებრივად თბილი, ლამაზი, მზის სხივებით მთვრალი აპრილი. პოეტური აპრილი. თბილისის ქუჩები გამომცოცხლდა, ვარდისფრად შეღებილი აყვავებული ხეები ამშვენებდა ქალაქის ყოველ კუთხე-კუნჭულს. ჰაერში რაღაც სურნელი ტრიალებდა.. ზაფხულის თბილი საღამოების და არაფრის კეთების სურნელი.

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 710

რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2093

და თუ მოგბეზრდა სიცოცხლე,და ჩათვლი რომ არ ხარ საჯირო,
იცოდე რომ გამოჩნდება ერთიისეთი ადამიანი რომელსაც დასჯირდები დაგულით ეყვარები, არ გაიტეხო გული თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
დაე ასე უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა,კი მართალია ის ძალიან გიყვარდა, სიცოცხლე იყო შენი, თუ არ გიმართლებს არ ჩაიქნიო ხელი,
ცხოვრება გრძელდებაოოოო-, სიყვარულში არ გაგიმართლა ვიცი, მეც ასე დამემართა.იცი რაა შენ გიყვარდა ძლიერ, მან ვერ დაგაფასა ,არა ანდა უბრალოდ ვერ შეგიყვარა,. ასეთია ცხოვრებაზოგჯერ გიმართლებს, მეტწილად არა,ასეთია ცხოვრება უსამართლოა ზოგჯერ.
ტეგები: miyvarxar.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1599

ავტორი: davit wiklauri
კატეგორია: ჩანახატები
ჩემი ჩანაწერი...დაკარგული გრძნობა,,,,

ღამე იყო და წვიმდა და სადღაც გოგონა მარტოდმარტო სახლში იჯდა, იჯდა მარტოდ–მარტო ვიღაცის მოლოდინში და ბოლო იმედიც არ დაეკარგა ჯერ, სჯეროდა მოვიდოდა მისი სიყვარული, და ღამე ისერნებდნენ ბნელ ქუჩებში
ტეგები: miyvarxar.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1071

ემიგრანტი შვილის წერილი დედას


ძალიან მენატრბით..
ამ მარტოობაში რასაც ვინატრებდი ყველაზე მეტად,შენი სითბოა დედა,შენი სევდიანი თვალების დანახვაა,შენი ტკბილი ხმის გაგონებაა,შენთან უსასრულოდ გათენებული ღამეებია დედა
ტეგები: jokonda.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4878

ავტორი: kesane
კატეგორია: ჩანახატები
ვყიდი ყველაფერს რისი გაყიდვაც შეიძლება და არ შეიძლება,მაგრამ ვერც გრძნობას და ვერც სინდისს,ვყიდი ყველაფერს-მიდით იყიდეთ-ძვირია ვიცი,მე სიზმრებს ვყიდი.ვყიდი ოცნებებს,მუზები გნებავთ აჰა-მიირთვით,სული?-არა ,არა გვაქ გადამალული,ყველაფერს ვყიდი-მიდით იყიდეთ-აქ იაფია,იქით კი ძვირი.ვყიდი ყველაფერს !!!ვაშლი?-არა გვაქ და აღარც ზღმარტლი.აქ სინდისი გვაქ და თანაც ბევრი,ვერ შეეპარა მას ჯერაც მატლი,ძველი ძვირია,ახალს მოგართმევთ ,შელახულია,მაგრამ იაფი...მოდით იყიდეთ-ყველაფერს ვყიდი...



ნ ლაშქარავა
ტეგები: jokonda.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 785

ავტორი: kesane
კატეგორია: ჩანახატები
ნახევრადნესტიან ოთახში ღმერთის ხსენებას და ყავის ხარშვას თავს არიდებდა,გაოგნებული კედელთან იდგა და ნივრის სანაყზე შემოხვეულ ჭიანჭველების ჯარს მზერას არიდებდა,ბინძურ ჭურჭელს ობი მოსებოდა,ლამაზ და სასურველ ნივთებს მალე ეკიდებათ ობი-გაიფიქრა და ოთახში შემოღწეულ მზის სხივს ეზოში გაჰყვა,სული ძლივს მოითქვა,მზის სითეთრემ გააოგნა,მზე ისეთი სუფთა და კეთილი იყო როგორც არასდროს,უმანკო ჩვილივით გაღიმებულს,თვალებში სათნოების ცრემლი ჩასდგომოდა , განცვიფრებული, სითეთრეს თავიდან იშორებდა და მოდიოდა სხივებად მისი სილაჟვარდე ულევ სხივებად,შიშისგან დამფრთხალი ადამიანები თავს არიდებდნენ მზის თვალმომჭრელ სიქათქათეს,ჩრდილს ეფარებოდნენ,ნივრის სანაყზე დახვეული ჭიანჭველებივით ირეოდნენ გზააბნეულნი,ნესტიან კედლებს ეკვროდნენ გასაგრილებლად,ღმერთის ხსენებას თავს არიდებდნენ ,ყავას ხარშავდნენ,თამბაქოს კვამლით თვითმკვლელობას ვერ გაურბოდნენ,მზის შიშით- მზეს აშინებდნენ,იხოცებოდნენ...---თეთრი მზე კი გვირილებს გაუმეგობრდა----


ნ ლაშქარავა
ტეგები: jokonda.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 759

კატეგორია: ჩანახატები
მერე რა რომ ვერაფერს ვამბობ,დაღლილი,ამდენი ბრალდებებით...შარშანდელი ბროწეულის ხის ნაყოფი წელსაც ვერ ვიგემეთ ,აი აქვე დგას ჩემი სახლის კართან ახლოს, მოუვლელ ბაღჩაში, ბროწეულის ეს ხე ღირსებაშელახულივით,ხმება ზეზეურად რაც მისი მოკვეთა გადაწყვიტეს,დგას და ასხია შარშანდელი ნაყოფი ნაძვისხის სათამაშოებივით უნაყოფო,საოცარია, როგორ ინარჩუნებს და ვერ იმეტებს ძირს საგდებად უკვე შემომპალ და უსარგებლო ბროწეულის ბურთებს,მთელიზამთარი ქარში,წვიმაში,ყინვასა და დიდთოვლობაში მედგრად ახვევდა ტოტებს უნაყოფო ნაყოფს, იცის, წელს თუ არ დაიზარეს გაისად მაინც მოჭრიან,ის მაინც ყვავის,სიკვდილის შიშით თავი არავის მოუკლავს ,მერე რა რომ ვერაფერს ვამბობ ,მე არ დავღლილვარ ამდენი ბრალდებებით...




ნ ლაშქარავა
ტეგები: jokonda.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 709

კატეგორია: ჩანახატები
გაბნეულ ფურცლებს გონებით ვაგროვებ და ეზოში გამაქ, არ ვიცი რატომ?ლეღვის ხის ძირსში ჭიანჭველების ჯარი ესევა ფურცლებს,ვეღარ ვაშორებ,ასანთის ღერო მოვიმარჯვე მინდა დავანთო ცეცხლი ჭიანჭველებით ალმოდებულ ფურცლებზე,ბუზი სულ ბზუის და ისევ ტყუის,ტვინი წაიღო,დილამშვიდობის -ხელს მიქნევენ შორიდან ბებერი ნუშის ხეები,ახლადაყვავებული იასამნებიც,შუახნის ტყემლის ტოტები მედიდურად მ არიდებენ თავს,სალამი უჭირთ,ღიმილი შემაშრა ტუჩზე,ჩემი პატარა ნაზი ფინია კუდისქიცინით მეპირფერება,მე კი გავრბივარ ,სახლში ჩაიდანს დუღილისგან ჩაუშრა წყალი და ზუსტად ვიცი ვერ მექნება მე დღს-დღემშვიდი...



ნ ლაშქარავა
ტეგები: jokonda.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 573

კატეგორია: ჩანახატები
რა არის ბედნიერება? ის გრძნობა, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. სამსახურს, სწავლას, პირობა-მოვალეობებს, ყველაფერს. აღარაფერი გადარდებს, აღარაფერი გაღელვებს. შენ ახლა სხვა სამყაროში ხარ. პარალელურ ბედნიერ სამყაროში. დადიხარ მშობლიური ქალაქის ნაცნობ ქუჩებში და... სხვაგან ხარ. სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ეს ძველი შენობებიც დანგრეული და ჩამოშლილი კი არა, რარიტეტული არქიტექტურის შედევრებია, გადათხრილი ქუჩებიც ქალაქის განახლებაა და საათიანი საცობები ცხოვრებაზე ფიქრისთვის და ზოგადსაკაცობრიო თემების განხილვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, და არა დროის დაკარგვა. მზეც ლამაზია, ცაც ლამაზია, ხეებიც, ჩიტებიც, ხალხიც, ასფალტიც ლამაზია. იმიტომ რომ ხარ ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ი. ყველაზე მაგარი გრძნობაა მსოფლიოში.



Be happy, people! =)))))))))
ტეგები: bedniereba.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1163

კატეგორია: ჩანახატები
... და ზოგჯერ ზიხარ შენს ოთახში, ელაპარაკები მეგობრებს, ან სვავ ჩაის, ან სოციალურ ქსელებში ხარ შემძვრალი, ან უარესი - აკეთებ ათასს აბსოლუტურად უსარგებლო და უმნიშვნელო საქმეს, და ეს დღე გგონია ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ნაცრისფერი დღე. არსად მიდიხარ, არაფერს ფიქრობ, არაფერზე ოცნებობ, არაფერს გრძნობ. მერე უცებ წამოდგები, შემთხვევით გაიხედები ფანჯრიდან და.... ყველაფერი გადაგიტრიალდება შიგნით. იმიტომ რომ არც ცა, არც მიწა და არც ჰაერი აღარ არის, და ალბათ აღარც იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. არე-მარე საოცარმა სიჩუმემ დაიპყრო და გარეთ ისეთი სიმშვიდე დამკვირდდა, ბავშვობის ზღაპრები გახსენდება პატარა კეთილ გოგოებზე და ყინულის დედოფლებზე. ცა თეთრია, მიწაც თეთრია, ჰაერიც კი გათეთრდა. იმიტომ რომ თოვს. ისე ლამაზად და წყნარად. რამდენიმე ნაბიჯი და უცებ აღმოჩნდები ამ ქათქათა სამყაროში, სადაც თავს ბედნიერად გრძნობ მხოლოდ იმიტომ, რომ ციდან ცვივა და შენს ქურთუკზე, თმაზე, წამწამებზე ჩერდება და დნება ბუნების უმშვენიერესი სასწაული - მაღლა ცაში ანგელოზების ამოქარგული პაწაწინა თოვლის ფიფქი.
ტეგები: თოვლი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1197

კატეგორია: ჩანახატები
სულ იმ მატარებელს ვიხსენებ. მიდის, მიდის, მიიჩქარის სადღაც. ხალხი ამოდის, ფუსფუსებს, ლაპარაკობს, თავისუფალ ადგილებს ეძებს, ყვირის, ჩადის. შენ კი ვერაფერს ამჩნევ. უბრალოდ ზიხარ და ფანჯარაში სწრაფად ცვალებად პეიზაჟებს უყურებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი არაფერია. ტყე, ტბები, მდელოები, გამომშრალი ბალახით დაფარული; რაღაც პატარა პროვინციული ქალაქები, სოფლები სახელწოდებებით, რომლის წაკითხვაც და, მითუმეტეს, დამახსოვრება შეუძლებელია უბრალო მოკვდავთათვის; ფერმები, ძველი ქარხნებისა და ფაბრიკების დაჟანგებული და ნახევრად ჩამონგრეული შენობები...დიახ, სანახავი დიდი არაფერია. მაგრამ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. იმიტომ რომ იმედგაცრუებული და განადგურებული ადამიანისთვის სულ ერთია რას ხედავს, რას გრძნობს, რას ლაპარაკობს ან რას ეუბნებიან. ხოდა მეც გულმოდგინეთ ვათვალიერებ ამ საცოდავ ხედებს და ვცდილობ არ ვიფიქრო, იმაზე რომ...საერთოდ არაფერზე არ ვიფიქრო. ვცდილობ. არ გამომდის.

..................................................................................................................................

ტეგები: ჩანახატი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1547

კატეგორია: ჩანახატები
აგვისტო, ყაზბეგი.
საოცრებაა. ეს ქვეყანაა საოცრება, ზღვა, მთა, ყველაფერი.
მთა.. როდესაც ზიხარ სამყაროს კენწეროზე, იყურები ქვემოთ,მთის ძირას გაშლილ ხედებს და ხვდები, რომ ეს ყველაფერი ღირდა იმ დაღლას, იმ ტანჯვა-წამებას, იმ დაღვრილ ოფლს, რომელიც აქ ამოსასვლელად გაიღე, როცა ხვდები, რომ არაფერს აქვს ისეთი მნიშვნელობა, ისეთი აზრი, როგორც აქ, სამყაროს კენწეროზე ჯდომას. როდესაც ყველაფერს ივიწყებ. ყველა პრობლემას, ყველა საფიქრალს. ქრება ყველაფერი. ხარ შენ და მთა. როდესაც იკარგები ამ ცადაზიდული მწვერვალების ჯადოსნურ ზღაპარში, როდესაც მიდიხარ სადღაც, არც იცი სად, უბრალოდ მიდიხარ და ყველგან ამ საოცრებას ხედავ. ესაა ცხოვრების არსი. და ეს ხარ შენ.

..............................................................................................................................................

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 795


საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ივლისი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)
იანვარი 2014 (30)
დეკემბერი 2013 (45)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი