გარეთ ტოტები არხევენ ფოთლებს,
ამის მიზეზი ცივი ქარია,
არ ვიცი როგორ მაგრამ შენ მოგსდევ
აქ კი მიზეზი სიყვარულია.
სხვისი მიზნები არ ვიცი არა,
მე მხოლოდ ვიცი შენით ცხოვრება,
ყოველდღე, ღამე, დღე თუ შუადღე,
შენზე ოცნებით გარდაცვალება.
წამები ფიქრის, წამება ღამის,
ეს ლირიკული ჩემი ცხოვრება,
სიჩუმე ყველგან სიბნელე ლამის
ღმერთიც ვერ მართმევს შენზე ოცნებას.
და ღამე როცა არ მძინავს ბნელში,
შენ გვერძე მყავხარ როგორც ვარსკვლავი,
მთვარე მე არ ვარ ეს არის ღმერთი
ლოგინში ვგდივარ ძლიერ ნატანჯი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 11
სამოთხის კართან ვიდგები ცელით
და შენ თუ მოხვალ ხელებგაწვდილი,
განვაგდებ ფეხით ეშმაკებს ჩემგან
გულში ჩაგიკრავ ხელებგაშლილი.
არაფერს ვიტყვი, ჩუმად გაკოცებ,
თეთრ ანგელოზებს მოვუშვებ ჩემთან
და გაგვიტაცონ ოცნების ქარით,
იქნებ მივიდეთ ჩვენ ერთად ღმერთთან.
უფსკრული შავი, წითელი ლენტით,
ანგელოსები გარშემო ყველგან,
ეს ჩვენი ხორცი სულმთლად გახრწნილი
და ეს სამყარო არ არის ჩვენთან
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 8
შენ გაზაფხულთან იყოფდი სურნელს
მაისი იდგა უკვე გვიანი,
ვუახლოვდები ეხლა შენს ტუჩებს
და დღეა მშვიდი ჩუმი მზიანი.
თითქმის მოვედი როგორ ახლოს ვარ
გადაგეხვიე, გაკოცე ურცხვად
თვით გაზაფხულიც მხოლოდ შენა ხარ
და შენ იქეცი ჩემი სულის სუნთქვად
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 12
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 134
"შენზე ვოცნებობ და თითქოს გხედავ,"
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია,
ტერენტი გრანელს მივბაძავ ეხლა
და გავფრინდები როგორც თოლია.
თუ სადმე წავალ, შენც თან წაგიყვან
მე ხომ უშენოდ ვერ ვერსად,
ავხორცს დავტოვებთ დედამიწაზე
წყნარად მივანდობთ ჩვენ სულებს ზეცას.
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია
აი დავდექით უფსკრულის ხაზთან
შენ მე მშორდები და მიიჩქარი
თურემ მიდიხარ სამოთხის კართან
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 270
ვსუნთქავ და გხედავ მე პირამიდად,
შენში მე მოვკვდი და დავიმარხე,
გხედავ და მტკივა ისე მე რაც მინდა
და ამ ტკივილში მე ჩავიმარხე.
ეს არის ჩუმი ელვარე ლტოლვა
და ოცნებები მახინჯი კაცის,
თვალებზე ცრემლი და ბობოქრობა
შენში ნანახი ლამაზი ქალის
და კიდევ ერთხელ მე წამოვდგები,
სარკოფაგიდან ავდგები ნელა,
მე გავიქცევი ჯადოსნურ ზღვასთან
ალბათ იქ სადაც არასდროს ბნელა
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 207
გახსოვს გითხარი მიყვარხართქო და,
შენ ყურიც კი არ მომაპყარი,
შენს გვერდით წამით ყოფნა ისე მინდა...
თან სათქმელით დამიმძიმდა მხარი.
მითხარი : "მეგობარი ვარ შენი".
და არაფრად არ ჩააგდე ეს,
მაგრამ ისეთ სიყვარულს რა ვუთხარი
მეგობრობიდან რომ არ იწყებოდეს.
პასუხს ველოდები შენსას მაგრამ აზრი აქვს კი ამას
(რამე)
მე კი დაგიმტკიცებ ჩემსას...
ამ დროს სიმარტოვე ჩემი და ეს უსასრულო
(ღამე)
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 348
ბავშვობა
მომენატრება ჩემი ბავშვობა
ჩვეულებრივი სიცელქე ბავშვის
ანდა თამაში დახუჭობანა
ერთი,ორი და ბავშვობა გარბის
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 406
შეიძლება აზრი ვერ გამოიტანოთ პირველი თავიდან მაგრამ მგონია რომ კარგი გამომივა ,, გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 182
რა შეიცვალა,
ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,
გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეები
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 73
მინდა იქ,სადაც საათის წიკ-წიკი არ ისმის,
იქ მინდა,სადაც გრძნობები სიტყვებით არ ითქმის,
სადაც ზღვა საამმოდ თბილი და მშვიდია,
იქ მინდა,სადაც მწარეც კი ტკბილია.
სადღაც იქ,სადაც მწველი მზეც გამათბობს,
იქ მინდა,სადაც მზის ჩასვლაც დამატკბობს,
იქ,სადაც არ იციან საათი რისია,
სადაც არასოდეს არაფრის შიშია.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 196
შენ ლოცულობდი მონასტრის კართან
ცოდვების გამო ვერ შედიოდი,
ცივი ქარი და ელვარე წარღვნა
და ამ ყველაფრით მე მოვდიოდი.
შენ არც გრცხვენოდა ხელებგაწვდილი
ითხოვდი შველას და პატიებას,
მე კი ოცნებით შენგან დაცლილი
არ გპატიობდი შენ განრისხებას.
ოფლმაც დაგასხა, სირცხვილის წვეთმა,
ცამ წამოიღო სეტყვა ძლიერი,
მონასტრის კართან, ცრემლების კარგვა
და შენი სული სულმთლად მშიერი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1934
საქართველოს ყველა კუტხე
დალოცვილი ღვინით
განთქმულია ვაზით
დაწურული საწნახელით
მას ამშვენებს ბევრი
რაიონები ჩვენი
კარგი საცხოვრებელით
განთქმულია ყველგან
ბანაკ კურორტებით
მას ამშვენებს ერთი
დიდი დედა ღმერთი
ჩვენი ულამაზესი
ქალაქი დედა თბილისი
საქართველოს ტბები
კაშხალები ბევრი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 166
მე ვერ გაჩუქებ ტელოფონს ახალს
და ვერ გიყიდი ბევრ ლამაზ კაბას
სამაგიეროდ მოგზღვნი ლექსებს
სადაც ჩავაქსოვებ ჩემს კომპლიმენტებს
კიდევ გაჩუქებ ბევრ ლამაზ კოცნას
რაზეც დამიწყებ ყოველდღე თხვნას
მე სულ ყოველ წამს გეტყვი მიყვარხარ
მაშინ გამიცნობ ნახავ ვინცა ვარ
თუ ვერ გაჩუქე ყოველდღე ვარდი
არ დამიწუნო ეს ქცევა კარგი
მე შევეცდები ვიყო ნაღდი
ჩემს გულიდან ამოსულ სიტყვას რომ გაწვდის
მე ვერ გაჩუქებ მანქანას ახალს
და ვერც საჩუქრებით გაგანებივრებ
მე შემიზლია გითხრა მიყვარხარ
იმედია დაგაკმაყოფილებს
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 149
ადამიანი
ადამიანი ტანჯვით სნეული,
ადამიანი ფერფლად გცეული,
ამ ცხოვრებისგან სულ გალეული,
გულგაგლეჯილი, უყვება ტაძარს.
ცხოვრების წარსულს წამით ითვისებს,
დარჩენილ წუთებს ფრენით იმისებს,
სხეული გულ გაპობილი, ითვისებს სამარეს
ცივს და მდუმარეს, ეჩვევა თანდათან,
სამოთხის კარში შედის ამაყად,
ღმერთი პირჯვარს კი გადაუსახავს,
ეჩვევა სამოთხეს ბედნიერებით
და მდუმარებით ტირის თამდათან!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 66